Digest Logo

🎥 „ჩვეული ფორმით მოვიფიქრე, რომ დესერტები მეჩუქებინა და გამოველაპარაკე...“ - ლევან კობიაშვილის სიყვარულის ისტორია

1789976818
ლევან კობიაშვილი

2 სექტემბერს ცნობილმა შეფმზარეულმა ლევან კობიაშვილმა მეუღლესთან, ნინა ილურიძესთან ჯვარი დაიწერა.

ჯვრისწერასთან ერთად, შეფმზარეული იუბილარიც იყო და ორივე მნიშვნელოვანი თარიღი ერთად აღნიშნა. 

ამჯერად კი ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე ნინა ილურიძე, სტუმრად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდნენ, სადაც თავიანთი სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრეს:

„მე და დეიდაჩემი რესტორან „რესპუბლიკაში“ საღამოს მივედით სავახშმოდ, ზამთარში, ძალიან ცოტა ხალხი იყო. მოპირდაპირე მხრიდან ვიგრძენი გამჭოლი მზერა, ძალიან სხვანაირად მიყურებდა და უხერხულად ვიგრძენი თავი. ეს იყო ჩვენი პირველი დანახვა. ვიცოდი დაახლოებით ვინც იყო, ვიცანი თუმცა „მასტერშეფს“ არ ვუყურებდი. ამ მომენტის შემდეგ დავიწყე გადაცემის ყურება“,- აღნიშნა ნინა ილურიძემ.

რჩეულზე, გაცნობის ისტორიასა და მოხიბვლის სტრატეგიაზე ისაუბრა ლევან კობიაშვილმაც და აღნიშნა, რომ მომავალი მეუღლე დანახვისთანავე მოეწონა და თვალი ვერ მოწყვიტა: 

„თავიდან ვერ დავმალავ, ძალიან მომეწონა, ვეძებდი მომენტს რომ მივსულიყავი და როგორმე კონტაქტი დამემყარებინა. რა თქმა უნდა, ჩვეული ფორმით, მოვიფირე, რომ დესერტები მეჩუქებინა და გამოველაპარაკე.

მარტო ისხდნენ, მიმტანსაც არ ეცალა მაგ დროს და დროც ვიხელთე. იმ წამსვე მითხრა, დედაჩემი უკეთეს ნამცხვარს აკეთებსო. გამომშრალი იყო ნამცხვარი, მედოკი. შემდეგ საერთო სანაცნობო და ნათესაური წრე აღმოვაჩინეთ და შედგა დიალოგიც.

არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა იმის შემდეგ. ასევე გვქონდა ერთწლიანი პაუზა. პანდემიის პერიოდში გვქონდა მხოლოდ ერთი შეხვედრა, შემდეგ დიდი ხანი აღარ მყავდა ნანახი. ხანდახან ვახსენებდი თავს და ვუგულებდი ხოლმე რაღაცებს. დანარჩენი ერთ ზაფხულს, ბათუმში განვითარდა და მოვედით აქამდე. გვყავს საერთო შვილი ელენიკო, რომელიც უკვე 4 წლის არის“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფარული ჭორები, გადაჭარბებული ილუზიები...“- შემოდგომის ბუნიობა, სასწორის სეზონი და სავსე მთვარე ვერძში: მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕ მნიშვნელოვანი ცვლილებები, სიახლეები ურთიერთობებში და განსხვავებული ეტაპი კარიერაში - როგორი იქნება 21-27 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 სკოლები სმარტფონებისა და სმარტ საათების გარეშე — რატომ ამბობს განათლების სისტემა უარს ციფრულ ტექნოლოგიებზე: თამარ კერძაიას განმარტება