Digest Logo

შემოსავლები და კომპენსაციები, ინტრიგები და მოტყუება, კავშირების რღვევა - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

1793612933
ქეთევან ჯანდიერი

ეზოტერული ზოგადი პროგნოზი ამ კვირისთვის( 2–8 ნოემბერი):

ბედი ჯიუტ და შეუპოვარ ადამიანებს აჯილდოებს! ეს კვირა ადამიანებს საერთო ინტერესების გარშემო გააერთიანებს და არაორდინარული მიზნებისკენ უბიძგებს. თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან ნამდვილი მოკავშირეები და უბრალოდ სარგებელზე ორიენტირებული ადამიანები განასხვაოთ.

სკანდალები და მხილებები წარმატებასთან ერთად იჩენს თავს, ამიტომ მოულოდნელობებს დიდად ნუ გაიკვირვებთ. სიბრძნე დაგეხმარებათ აქტუალური პრობლემების გადაჭრაში, ხოლო ქაოსში სიმართლე გამოიკვეთება.

მოსალოდნელია:

ერთობლივი ძალისხმევის წარმატება;

შემოსავლები და კომპენსაციები;

ინტრიგები და მოტყუება;

კავშირებისა და ალიანსების რღვევა.

ცალკეული პიროვნებისთვის, ვიტყოდი რომ, გაითვალისწინოთ, მარტო ერთი ადამიანი ბევრს ვერ შეძლებს. დაეყრდენით ახლობლებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს ერთგულება. გამბედაობა მნიშვნელოვანია, რადგან ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, სათანადო მხარდაჭერით თქვენთვის სასურველი ადგილი დაიკავოთ. სავსებით შესაძლებელია, დიდი ხნის შემოქმედებითი ჩანაფიქრები განახორციელოთ ან პროექტი დაიწყოთ, რომელსაც უკვე დიდი ხანია „მერე“-სთვის ინახავთ. ტყუილი და მოტყუება თითქოს თავისთავად გამომჟღავნდება, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საეჭვო ურთიერთობებს ნუ ჩაეჭიდებით! მხოლოდ ნამდვილი კავშირები დარჩება.

მოსალოდნელია:

სასარგებლო ნაცნობობა;

გეგმების განხორციელება;

მეგობრებისგან იმედგაცრუება;

პრინციპული უთანხმოებები.

სამსახურში, ახლა დროა, ჩრდილიდან გამოხვიდეთ და საკუთარი თავი წარმოაჩინოთ. გააქტიურდით საჯარო სივრცეში და ნუ უგულებელყოფთ ორიგინალურ იდეებს. საჭიროების შემთხვევაში, გარედან მოიწვიეთ სპეციალისტები, თუ შესაბამისი კადრები თქვენს გუნდში არ არიან. ვინც საკუთარ შესაძლებლობებს არ წარმოაჩენს, ის აგებს.

შესაძლოა, კოლექტივში სერიოზული ცვლილებებისა და გადანაცვლებების დროც დადგა.

მოსალოდნელია:

მსხვილი გარიგებები;

წვრილმანებზე ზედმეტი ხარჯები.

სიყვარულში, სტაბილურ ურთიერთობებში მყოფთათვის ეს კვირა ურთიერთობის გამაძლიერებელ ენერგიას მოიტანს. მათ კი, ვინც სიყვარულს ეძებს, ახალი ნაცნობობისა და დაახლოებისთვის ხელსაყრელ გარემოს შეუქმნის. ეძებეთ ადამიანები, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ, თუმცა პირველივე შემხვედრ ურთიერთობაში თავით ნუ გადაეშვებით. ყურადღებით დააკვირდით ახალ ნაცნობებს და მოერიდეთ მზაკვრულ მაცდუნებლებს.

როდის არის ხელსაყრელი გაცნობისთვის? სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი.

მთვარის კალენდრით ყოველი დღის, ზოგადი პროგნოზი...

2 ნოემბერი, ორშაბათი. აქტიური დღე ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მოქმედ და მიზანდასახულ ადამიანებს. პოზიციებს ნუ დათმობთ და ეცადეთ, შექმნილი სიტუაციებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. კონფლიქტებში ნუ ჩაერთვებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება ყველაფრის დანგრევის სურვილიც კი გაგიჩნდეთ. მოიპოვეთ თანამოაზრეების მხარდაჭერა.

3 ნოემბერი, სამშაბათი. დღე ხელს უწყობს მათ, ვისაც რისკზე წასვლის არ ეშინია. დაეყრდენით საკუთარ ავტორიტეტსა და კავშირებს. წარმოაჩინეთ თქვენი პროექტები საუკეთესო მხრიდან და ნუ მოერიდებით საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. გამბედაობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია ყოფით ნიადაგზე უმნიშვნელო კამათი, თუმცა ასეთ წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

4 ნოემბერი, ოთხშაბათი. პრაქტიკულობა შესანიშნავ შედეგებს მოგიტანთ. გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღეთ, მიღწეული შედეგები კი თამამად ჩაიწერეთ საკუთარ წარმატებებში. ყველა საკითხში ეცადეთ, კონკრეტულობას მიაღწიოთ. მეგობრები საჭირო მომენტში დაგეხმარებიან, თუმცა მხოლოდ მათ იმედად ნუ დარჩებით. ფრთხილად იყავით ხარჯებთან.

5 ნოემბერი, ხუთშაბათი. დღე გადამწყვეტი მოქმედებებისთვის შესაძლებლობებს გახსნის. ნუ ეცდებით მოვლენებს გაუსწროთ, თუმცა როგორც კი შესაძლებლობა გამოჩნდება, გამოიყენეთ ის. გულწრფელობა უფრო მეტ მოკავშირეს მოგიზიდავთ, ვიდრე ფარული თამაშები. ყურადღება მიაქციეთ კვებას.

6 ნოემბერი, პარასკევი. დღის მთავარი ყურადღება აქტუალურ საკითხებზე გადაინაცვლებს. მოაგვარეთ მიმდინარე საქმეები და შორეული გეგმების დასახვას ნუ შეეცდებით. რუტინა შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს, თუმცა საბოლოოდ შედეგსაც მოგიტანთ. დღე მნიშვნელოვან შეხვედრებსა და სასარგებლო ნაცნობობას გვპირდება, რომელთა გამოყენებაც ნამდვილად ღირს. მოერიდეთ კონფლიქტებს.

7 ნოემბერი, შაბათი. სიმსუბუქისა და სიმშვიდის დღეა. თუ დასვენების სურვილი გაქვთ, დინებას მიჰყევით. ან დაკავდით იმ სასიამოვნო საქმეებით, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, საკუთარ ბუნებასა და სურვილებს არ უღალატოთ. ნუ მოერგებით სხვების სურვილებს საკუთარი თავის ხარჯზე.

8 ნოემბერი, კვირა. კრიტიკულად შეაფასეთ გარშემო მიმდინარე მოვლენები და დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. დღე ფეთქებადი და მოუსვენარია, ამიტომ მოთმინების მოკრება მოგიწევთ. გარშემომყოფებს გაგებითა და შემწყნარებლობით მოეკიდეთ და ახლობლების პრობლემების მოგვარებაშიც მიიღეთ მონაწილეობა. არ აჰყვეთ საყოველთაო ქაოსს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕წარსულის ექო და გარდამტეხი ცვლილებების დრო: „ისტორიული ანალოგი 1990 წელს გვხვდება, როცა მსოფლიო საზოგადოებრივი გარდაქმნების წინაშე იდგა“

🎥 ვის ეძახის ადამიანი ღმერთს? მოჯანყე ანგელოზი თუ უფალი? ვინ შექმნა ადამი და ევა? - რას ამბობს მალხაზ გველუკაშვილი ძველი აღქმის მთავარ პერსონაჟზე

🎥 რას ნიშნავს სინამდვილეში გაცნობიერება, რომელზედაც თანამედროვე სამყარო დღეს ბევრს საუბრობს - მალხაზ გველუკაშვილის განმარტება

✕