Digest Logo

🎥 „შემოსავლის ახალი წყარო...“ - რომელ ორ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება იღბალი დეკემბერში: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

1795610515
თაკო მელიქიშვილი

დეკემბერში ორ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება გამართლება და იღბალი - აღნიშნულ საკითხზე პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„1. კუროებს დეკემბერმა შესაძლოა სასიამოვნო ცვლილებები მოუტანოს შემოსავალსა და სამსახურში. შეიძლება გაჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო, ხელსაყრელი შეთავაზება, წარმატებული შენაძენი ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მომავლის მიმართ მეტ თავდაჯერებას შეგმატებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოულოდნელად გაჩენილ შესაძლებლობებზე უარი არ თქვათ.

2. თევზებს ამ თვეში შესაძლოა დაუბრუნდეთ ბედნიერების ის ემოციური განცდა, რომელიც დიდი ხანია გენატრებათ. ეს შეიძლება სიყვარულს, ახალ ნაცნობობას, შერიგებას ან ოჯახში მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდებოდეს. იქ, სადაც ადრე ბევრი ეჭვი იყო, გაჩნდება განცდა: „ახლა ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა იყოს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაფერი იწყება თვითზრუნვით... ამას სხვა ვერ გაგვიკეთებს“ - ლალი ანდრიაშვილი ჯანმრთელობაზე, შინაგან რესურსსა და ჰოლისტურ ხედვაზე

⭕ „შესაძლებლობის კარის გაღებაზე მიანიშნებს“ - რამაზ გიგაური მზისა და პლუტონის ასპექტზე

⭕გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა კაცზე: პაციენტის სიმძიმეს განაპირობებს დამწვრობითი ფართი და სიღრმე, მთელი სხეულის დაახლოებით 83%-ია დამწვარი

✕