35-წლიანი გამოცდილების მქონე ოჯახის ექიმმა, პედიატრმა, ინტეგრაციული მედიცინის ექსპერტმა და თერაპიის სახლის დამფუძნებელმა ლალი ანდრიაშვილმა „სალომე კასრაძის პოდკასტში“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჰოლისტურ მიდგომაზე, თვითზრუნვის საწყისებსა და შინაგანი მდგომარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ადამიანი საკუთარ ბიოგრაფიასთან, სოციუმთან და ბუნებასთან ერთიანობაში უნდა განვიხილოთ, ხოლო თვითზრუნვა გაცნობიერებით, პასუხისმგებლობის ხარისხიანი შესრულებითა და რთულ მოცემულობებში პოზიტივის დანახვის უნარით იწყება:
- რა არის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჰოლისტური მიდგომა?
ლალი ანდრიაშვილი: ჰოლისტური მარტო იმას არ გულისხმობს, რომ ადამიანი მთლიანობაში დავინახოთ. გულისხმობს იმას, რომ დავინახოთ მის ბიოგრაფისთან კავშირშიც. რადგან სულ სხვაა 3 წლის ბავშვს რა მოეთხოვება და სულ სხვა ის 30 წლის ასაკში.
ადამიანი არ არის მარტო, იგი არის სოციუმის წევრი და არის ბუნების უნიკალური მოვლენა. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, როგორც საზოგადოების წინაშე, ასევე ბუნების და სამყაროს წინაშე. ჰოლისტური მიდგომა ამ სამივეს აერთიანებს. მაგალითისთვის: როცა ადამიანი ავად ხდება, მარტო იგი არ არის ცუდად, არამედ მთელი ოჯახი ნერვიულობს და ზრუნავს მასზე. მთელი ოჯახის წესი იცვლება.
თუ ჩვენ ისეთ მედიკამენტებს ვიყენებთ, რომელიც დამაავადებელია ბუნებისთვის, ამიტომ ჩვენი ჯანმრთელობით და საკუთარ თავზე ზრუნვით, ბუნებას მივაგებთ პატივს. ასე რომ ყველაფერი იწყება თვითზრუნვით. თვითზრუნვა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ამას სხვა ვერ გაგვიკეთებს.
- რით იწყება თვითზრუნვა?
ლალი ანდრიაშვილი: თვითზრფუნვას სჭირდება პირველ რიგში გაცნობიერება. საერთოდ ბევრი რამ იწყება გაცნობიერებით. უნდა დავსვათ კითხვა: რა არის ჩვენთვის კარგი და სიკეთის მომტანი?! სხვა ვერ მოიფიქრებს ამას, ყველას ჩვენი მოცემულობა და რუტინა გვაქვს. თვითზრუნვა სწორედ ამას გულისხმობს, რომ პასუხისმგებლობებს კი არ გავექცეთ, არამედ შევასრულოთ ხარისხიანი შრომით.
„თუ შრომას ხალისით არ აკეთებ, ჯობია დაჯდე ტაძრის შესასვლელთან და აიღო ფული მათგან, ვინც მხიარულად შრომობს“, - ამას ამბობდა ჯიბრალ ხალილ ჯიბრანი, რომელიც არაბი მწერალი იყო. ამერიკაში მოღვაწეობდა. ანუ იმდენად უსარგებლოა შენი ხალისის გარეშე შრომა, რომ ჯობია იმათხოვრო. როგორი რთული მოცემულობაა. თითქოს ვერ გამოუვიდათ. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, როცა ადამიანი ვერ მოხვდება თავის ნაკადში. ეს არის დამაავადებელი საკუთარი თავისთისაც, არამედ სხვისთვისაც. აუცილებელია ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, როგორ გავხდეთ ხალისიანები, პროდუქტიულები.
კიდევ ერთი მაგალითია ბიბლიიდან, როცა ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად მიდიოდა გზაზე, შემოხვდათ ძაღლის ლეში. ერთ-ერთმა მოწაფემ თქვა: რა საშინელი სუნი აქვსო. ქრისტემ კი უპასუხა: „ნახე როგორი ლამაზი კბილები აქვსო“. ეს არის დიდი ნიჭი, რომ ყველაზე ცუდი რაღაცის გაპოზიტიურება შეგიძლია, ამაზე დიდი უნარი არ არსებობს.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შესაძლებლობის კარის გაღებაზე მიანიშნებს“ - რამაზ გიგაური მზისა და პლუტონის ასპექტზე
⭕„სხვის პრობლემებში ჩაღრმავება საჭირო არ არის“ - თაკო მელიქიშვილი 25 ნოემბრის ენერგიებზე