Digest Logo

„შესაძლებლობის კარის გაღებაზე მიანიშნებს“ - რამაზ გიგაური მზისა და პლუტონის ასპექტზე

1795594084
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 25 ნოემბერს, 21:24 საათზე მზისა (მშვილდოსანში) და პლუტონის (მერწყულში) ზუსტ ჰარმონიულ ასპექტზე წერს და განმარტავს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კონფიგურაცია უახლოეს დღეებში.

მისი თქმით, სავსემთვარეობის შემდეგ ეს ასპექტი სტრატეგიული ხედვის, თანამოაზრეების პოვნის, მოძველებული საკითხების დასრულებისა და კრიზისიდან გამოსავლის კარგ შანსს იძლევა, განსაკუთრებით კი მშვილდოსნის, მერწყულის, ვერძისა და სასწორის ნიშნებისთვის.

„☀️ დღეს, 25 ნოემბერს, თბილისის დროით 21:24 საათზე, მზე (მშვილდოსანში) და პლუტონი (მერწყულში) ზუსტ ჰარმონიულ ასპექტს ქმნიან. გუშინდელი დაძაბული სავსემთვარეობის შემდეგ ეს ასპექტი კარგი ტრამპლინი შეიძლება გამოდგეს. 🔥 რას მოიტანს ეს ასპექტი უახლოეს ორ-სამ დღეში:

✅ სტრატეგიული ხედვა - ემოციები უკან იხევს და პრობლემის რეალურ მიზეზებს ბევრად მკაფიოდ ვხედავთ.

✅ გავლენა და კავშირები - მშვილდოსანი-მერწყულის სინთეზი ხელს უწყობს კარგი თანამოაზრეების პოვნას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და ახალი იდეების გაჩენას.

✅ განახლება და ძველის დასრულება - ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ მოძველებული საქმეები, შიშები ან ტოქსიკური კავშირები ზედმეტი დრამის გარეშე წარსულში დავტოვოთ.

✅ კრიზისიდან გამოსავალი - იქ, სადაც ადრე ჩიხი ჩანდა, ახლა შეიძლება სრულიად ახალი, არასტანდარტული გზა გამოჩნდეს.

🎯 ვისთვის იქნება ყველაზე სასიკეთო: განსაკუთრებით იგრძნობენ მშვილდოსანი, მერწყული, ვერძი და სასწორი (კონკრეტულად კი ისინი, ვისაც ამ ნიშნების 1°-6° ზონაში მზე, მთვარე, რომელიმე პლანეტა, ASC ან MC აქვს). ლომისა და ტყუპის პირველი დეკადისთვის კი ეს ასპექტი დაძაბულობის ხარჯზე სწორი გამოსავლის პოვნის შანსს იძლევა. დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებიით ნეიტრალურია.

💡 გაითვალისწინეთ: ეს სექსტილია, რომელიც შესაძლებლობის კარის გაღებაზე მიანიშნებს, მაგრამ შიგნით შესვლას გაბედულება სჭირდება. ასე რომ, ნუ დაელოდებით - გამოავლინეთ ინიციატივა, იმოქმედეთ, ისაუბრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე და გამოიყენეთ ეს ენერგია წინსვლისთვის“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა კაცზე: პაციენტის სიმძიმეს განაპირობებს დამწვრობითი ფართი და სიღრმე, მთელი სხეულის დაახლოებით 83%-ია დამწვარი

⭕„სხვის პრობლემებში ჩაღრმავება საჭირო არ არის“ - თაკო მელიქიშვილი 25 ნოემბრის ენერგიებზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕