Digest Logo

„შესაძლებელია მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი...“ - 29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1766953343
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 29 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:

„ჰოროსკოპი 29 დეკემბრისთვის

მთვარის დღე — 10 / 11

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე ვერძში / კუროში

ვერძი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. თქვენი განწყობა დიდ გავლენას ახდენს დღევანდელ შედეგებზე. ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მარტივად გადაწყვეტაში. არ არის რეკომენდებული მგზავრობა — შესაძლებელია შეფერხებები და გაუთვალისწინებელი სიტუაციები.

კურო

თქვენი ხიბლი დღეს განსაკუთრებულად ძლიერია. კომუნიკაცია მარტივად გამოგდით, შეგიძლიათ ყურადღება მიიპყროთ და სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვოთ. მარტოხელა კუროებს მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრები. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და გადაჭარბებულ ხარჯებს მოერიდეთ.

ტყუპები

დღეს თქვენში ბევრი იდეა იბადება. შესაფერისი დღეა დამოუკიდებლად მუშაობისთვის და ახალი ინიციატივების დასაწყებად. მოკლე მოგზაურობები და სპონტანური გეგმები სასიამოვნო გამოცდილებას მოგიტანთ.

კირჩხიბი

ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა უთანხმოება ახლობლებთან ან კოლეგებთან. შეეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და კონფლიქტები მშვიდად მოაგვაროთ. შესაძლებელია მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი.

ლომი

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სჯობს დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შეთავაზებები. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგად ვითარდება — მთავარია, ზედმეტი ზეწოლა არ მოახდინოთ საყვარელ ადამიანზე.

ქალწული

დილით შესაძლოა დაძაბულობა იგრძნოთ. ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებსა და ფინანსურ საკითხებს — შეცდომების ალბათობა მაღალია. ძველი კონტაქტები დღეს შეიძლება ძალიან გამოგადგეთ.

სასწორი

პროდუქტიული დღეა. რთულ საკითხებს მარტივად გაუმკლავდებით. სწავლა, ახალი ცოდნის მიღება და თვითგანვითარება დღეს განსაკუთრებით წარმატებულია.

მორიელი

კონფლიქტური დღეა. ჯობია თავი შეიკავოთ კამათისა და საჯარო გამოსვლებისგან. საღამო სჯობს მშვიდ გარემოში გაატაროთ და ემოციურად დაისვენოთ.

მშვილდოსანი

კარგი დროა ახალი კონტაქტებისა და პარტნიორობისთვის. თუმცა ნუ გაამხელთ თქვენს გეგმებს ყველასთვის — შესაძლოა თქვენს გარშემო შური ან არაკეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ.

თხის რქა

შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა და მოტივაციის დაქვეითება. ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებსა და საქმეს, მოერიდეთ კრიტიკას და სიმკაცრეს სხვების მიმართ.

მერწყული

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება და კონცენტრაცია. შემოქმედებითი საქმეები კარგად გამოგივათ. კოლეგებთან საუბარი ან შემთხვევითი დიალოგი მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგიტანთ.

თევზები

ზედმეტი ყურადღება წვრილმანებზე ხელს შეგიშლით მთავრის გაკეთებაში. მოერიდეთ დაპირებებს, განსაკუთრებით ფინანსურ თემებზე. ეცადეთ, ენერგია სწორად გადაანაწილოთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზაოდობა“ - არყის გამოხდის პროცესი და ტრადიციები კახეთში

🎥 როგორია ქისტების საახალწლო ტრადიციები - საინტერესო სიუჟეტი პანკისიდან

🎥 ლეჩხუმის საახალწლო ტრადიციები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა - შინაგანი განახლება, რწმენა და სიმბოლოებით სავსე რიტუალი