Digest Logo

„შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ამბები...“ - 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1765916104
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:

„ჰოროსკოპი 17 დეკემბრისთვის

მთვარის დღე: 26 / 27

მთვარის ფაზა: კლებადი მთვარე მორიელში / მშვილდოსანში

ვერძი

დღეს განსაკუთრებული ყურადღება სამუშაოსა და ჯანმრთელობაზე გადაგაქვს. ზოგიერთი ადამიანი ან მოვლენა შეიძლება ზეწოლას ახდენდეს და დამატებით პასუხისმგებლობებს გაკისრებდეს. ფულთან მიმართებაში იყავი ფრთხილად — არ არის კარგი დღე ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერისა და მსხვილი შესყიდვებისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ამბები.

კურო

სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობები და კამათიც კი. შემოქმედ ადამიანებს შეიძლება ინსპირაცია დააკლდეთ. სჯობს დღე დასვენებას დაუთმო. ახალი იდეები დღეს შედეგს არ მოგცემს. კარგი დროა შეხვედრებისთვის, პაემნებისთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის - ნუ ჩაიკეტები სახლში.

ტყუპები

საოჯახო საქმეებმა ან პრობლემებმა შეიძლება სამუშაოდან გაგიფანტოს ყურადღება. მოსალოდნელია უთანხმოება რომელიმე ნათესავთან. შეიძლება ხელმძღვანელობა ან კოლეგები გააღიზიანოს. თუმცა დღის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც განწყობას აგიმაღლებს. კარგი დღეა სახლისთვის ტექნიკის შესაძენად.

კირჩხიბი

კარგი დროა გუნდური მუშაობისთვის, პარტნიორობასა და თანამშრომლობისთვის. როგორც პროფესიულ, ისე პირად საკითხებში, სჯობს სხვების აზრსაც მოუსმინო. თავისუფალი დრო მეგობრებთან ურთიერთობასა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს დაუთმე. ზოგიერთი სიახლე შეიძლება გეგმების კორექტირებას მოითხოვდეს.

ლომი

დღე ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლებელია პრემია, ხელფასის მომატება ან ფულადი საჩუქარი. ტექნიკის შეძენა წარმატებული იქნება, თუმცა სესხის აღება არ არის რეკომენდებული. ფულთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი კანონის ფარგლებში უნდა იყოს. დაურეკე მშობლებს და მოიკითხე.

ქალწული

კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა დღეს შეიძლება ნაკლებად პროდუქტიული იყოს — შენგან მეტს მოითხოვენ, ვიდრე შეგიძლია ან გინდა. თავისუფალი დრო უმჯობესია საყვარელ ადამიანთან ერთად, სახლს გარეთ გაატარო. ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები ძალიან გამოგადგება.

სასწორი

დღეს ენერგია და განწყობა შესაძლოა დაბალ დონეზე იყოს. სჯობს დღე დასვენებას მიუძღვნა და სამსახურში მხოლოდ აუცილებელი საქმეები გააკეთო. ახალი წამოწყებებისთვის არახელსაყრელი დღეა. შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში. კარგი დროა შემოქმედებისთვის და შინაგანი გადაფასებისთვის.

მორიელი

სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება სიცივე ან გაუგებრობა გაჩნდეს. პარტნიორმა შეიძლება ვერ მოგაქციოს საკმარისი ყურადღება. დაოჯახებულებისთვის კარგი დღეა პარტნიორთან ერთად დასასვენებლად. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრები ძალიან ჰარმონიული იქნება.

მშვილდოსანი

დღის მთავარი თემა სამუშაო საკითხებია. მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება სამუშაო პროცესი შეცვალოს, მაგრამ საბოლოოდ ეს შენს სასარგებლოდ წარიმართება. ყველა საკითხი დიპლომატიითა და კომპრომისით გადაწყვიტე. სახლში რომელიმე ახლობელს შესაძლოა, დახმარება დასჭირდეს.

თხის რქა

ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გეგმების განხორციელებაში შეგიშალოს ხელი — ოცნება შეიძლება, მაგრამ რეალიზაცია გართულდება. სამაგიეროდ, სასიყვარულო სფერო გაგახარებს: მოსალოდნელია მოულოდნელი საჩუქრები და წინადადებები. ბავშვებიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებენ. პაემნები და ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება.

მერწყული

სახლში მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები ან სტუმრების მოსვლა. კარგი დღეა საყვარელი ადამიანის მშობლებთან გასაცნობად. შესყიდვები, განსაკუთრებით გრძელვადიანი, წარმატებული არ იქნება. კონფლიქტებს მოერიდე, რათა განწყობა არ გაიფუჭო.

თევზები

დღეს მთავარი აქცენტი ურთიერთობებზე კეთდება. ვიღაც შეიძლება ცდილობდეს გიკარნახოს, როგორ იმოქმედო, რაც შეიძლება გაღიზიანებდეს. კარგი დროა ძმებთან, დებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. მგზავრობებში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და ახალი ნაცნობობა. ინტელექტუალური საქმიანობა ძალიან პროდუქტიული იქნება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„აღორძინებასთან, სნეულთა კურნებასთან, ქალურ საწყისთან არის დაკავშირებული...“ - რას წერს დალილა ცატავა ბარბარობის დღესასწაულზე

„განვიკითხებით ჩვენი დამოკიდებულებით სასუფევლის, ღვთისმსახურების მიმართ“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ბებიკონას დანიელი❤️“ - მაგდა ჯოხაძე შვილიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს