Digest Logo

„შესაძლებელია პარტნიორისგან სიყვარულის აღიარება და საჩუქრები...“ - 28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1764276720
ეზოტერიკა, ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 28 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„ჰოროსკოპი 28 ნოემბრისთვის
🌝 მთვარის დღე — 8 / 9
🌒 მთვარის ფაზა — პირველი მეოთხედი თევზებში


♈️ ვერძი

დღის პირველ ნახევარში გეგმები შეიძლება ისე იდეალურად არ შესრულდეს, როგორც გინდოდათ, თუმცა მაინც კარგი განწყობა გექნებათ. ელოდეთ უამრავ კომპლიმენტს. შუადღის შემდეგ ყურადღება სამუშაო საკითხებზე გადაიტანეთ. ზოგიერთს მოუწევს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ან სახელმწიფო დაწესებულებების მონახულება.

♉️ კურო

დღის დასაწყისში მეგობართან ან კოლეგასთან საუბარმა შეიძლება გაგაწბილოთ. დღეს სესხის გაცემა არაა რეკომენდებული - სჯობს არავის — არც ახლობლებს. პარტნიორის მიმართ უფრო მსხვერპლშეწირვის სურვილი გექნებათ — ყველაფერში ეცდებით მის დაკმაყოფილებას, სანაცვლოდ არაფრის მოთხოვნის გარეშე და ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. მთავარია, ზედმეტად არ ჩაერთოთ ამ როლში.

♊️ ტყუპები

შესაძლოა წარმოიშვას უთანხმოებები პარტნიორებთან და კოლეგებთან სამუშაო საკითხებზე. პირად ურთიერთობებშიც საყვარელი ადამიანი შეიძლება უკმაყოფილო იყოს. მეგობრებთან კი ურთიერთობა ძალიან კარგად აეწყობა — თუ შეხვედრას შემოგთავაზებენ, დათანხმდით. თავისუფალ ტყუპებს შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა ღონისძიებაზე.

♋️ კირჩხიბი

საქმეები, რომლითაც დღეს უნდა დაკავდეთ, თქვენს სურვილებსა და გეგმებს არ დაემთხვევა, რაც უცნაურ  განწყობას შეგიქმნით. შორიდან მიღებულ ინფორმაციას სჯობს სკეპტიკურად მიუდგეთ — შეიძლება გადაჭარბებული ან არასრული იყოს. ონლაინ ნაცნობობები ხანმოკლე იქნება. შესაძლებელია შექება  კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.

♌️ ლომი

ბავშვებთან ურთიერთობა შესაძლოა დაძაბული იყოს. სასიყვარულო კავშირში პარტნიორის ქმედებებმა შესაძლოა ჩხუბი ან დაშორებაც კი გამოიწვიოს. მაგრამ თუ გულახდილად ისაუბრებთ, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია და ერთობლივ გეგმებსაც შეადგენთ. თუ საქმე არ გამოგივიდათ პირველად, არ დანებდეთ — მოთმინება გამოიჩინეთ.

♍️ ქალწული

საოჯახო საკითხების გადაწყვეტისას შესაძლებელია გაუგებრობები პარტნიორთან. სამსახურშიც ურთიერთობებში შესაძლოა დაძაბულობა შეინიშნოს. ფრთხილად იყავით — შესაძლებელია მოგატყუონ. ქალწულისთვის კარგია დღეს ახლობლებთან დროის გატარება და სტუმრების მიღება. შესაძლებელია დადებითი ცვლილებები ოჯახურ ურთიერთობებში.

♎️ სასწორი

ძალიან კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია პარტნიორისგან სიყვარულის აღიარება და საჩუქრები. თავისუფალ სასწორებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. დღე ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობას, დოკუმენტებთან მუშაობას, გადაადგილებებსა და აქტიურ კომუნიკაციას. სამუშაო განსაკუთრებით ნაყოფიერი არ იქნება — მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთეთ.

♏️ მორიელი

ძალიან ხელსაყრელი დღეა მიმდინარე საქმეებისთვის — როგორც სამსახურში, ასევე სახლში. შესაბამისი განწყობა გექნებათ და ყველაფერს სიამოვნებით გააკეთებთ. შესაძლოა ბავშვებზე დაუგეგმავი ხარჯი დაგჭირდეთ. საყვარელი ადამიანი შეიძლება ზედმეტად მომჭირნე იყოს, რამაც უთანხმოება და გაუგებრობა გამოიწვიოს.

♐️ მშვილდოსანი

ახლობლებმა შეიძლება სესხის თხოვნით მოგმართონ. თუ გასესხებთ, დიდი ალბათობით შეთანხმებულ დროს თანხა არ დაგიბრუნდებათ. კარგი დღეა შემოქმედებისთვის, ბავშვებთან მუშაობისა და გასართობ სფეროსთვის. მეწარმეებისთვის საქმეები წარმატებით წავა. ოჯახიან მშვილდოსნებს უმჯობესია ბავშვებთან ერთად სადმე გასვლა დაგეგმონ.

♑️ თხის რქა

დღის პირველ ნახევარში ენერგია და აქტიურობა ნაკლებად გექნებათ. მაგრამ შუადღისკენ განწყობა და ძალები გაგიუმჯობესდებათ როგორც სამუშაო, ისე საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. კარგი დროა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის — მასაჟი, სალონი. გააკეთეთ ის, რაც გიყვართ და იზრუნეთ საკუთარ თავზე.

♒️ მერწყული

თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ, სჯობს ისინი დღის პირველ ნახევარზე დაგეგმოთ — ეს თქვენთვის უფრო წარმატებული პერიოდი იქნება. შუადღის შემდეგ ენერგია დაგიქვეითდებათ და მოგინდებათ სიმშვიდე, მდივანი, ტელევიზორი ან მყუდრო გარემო. მეგობრები შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზით, საჩუქრით ან თავიანთი ყურადღებით გაგახარონ.

♓️ თევზები

28 ნოემბერს შესაძლებელია პრემია ხელმძღვანელობისგან ან საჩუქარი უფროსი ნათესავებისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სიახლეები ფინანსებთან დაკავშირებით. სამუშაოსთვის დღე ძალიან ნაყოფიერი არ იქნება — ყურადღება გამოიჩინეთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სწავლისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისა და კონტაქტების გაფართოებისთვის“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მაკა კვიციანი მეოთხე შვილის მოლოდინში - დიზაინერმა საზოგადოებაში მუცელი გამოაჩინა

🎥 „შვილი მომიკლეს 17 წლის იყო...უცებ ყურებში ჩამესმა ხმა, „აპატიე“ - რას ჰყვება მერი სადრაძე

🎥 „კვირაში 4-ჯერ მივდივარ მინიმუმ ჩემ ვარსკვლავთან, რომელიც ფილარმონიასთან არის...“ - თემურ ყვითელაშვილი