Digest Logo

🎥 „შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, მერე კი აღმოჩნდება დემონური ძალების მატარებელი...“ - მომდევნო კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1758267872
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მომდევნო კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა:

ვერძი

ვერძს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობის კუთხით, კოლეგებთან და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კარგია ეს დღე დალაგებისთვის. საუკეთესო დროა, რომ მოწესრიგდეთ და მოემზადოთ ახალი დღისთვის.

კურო

სასიყვარულო პარტნიორული კუთხით და შვილების მიმართ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება. იყავით მეტად დამთმობები. ყურადღება მიაქციეთ თვისებებს, რომ არ გამოვლინდეს ეგოისტურ-დიქტატორული განწყობა. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

ტყუპები

მთავარი საკითხი თქვენთან სახლს უკავშირდება. თუ სახლში რაღაც გაფუჭდა, გულთან არ მიიტანოთ და საკუთარ თავს ნერვი არ მოუშალოთ. რაც გასაკეთებელია ისე უნდა გააკეთოთ, რომ ყველა იყოს მშვიდად. ნათესავებთან კონტაქტს გაუფრთხილდით. მოწამვლის ალბათობა არის მაღალი.

კირჩხიბი

ინფორმაციული შეტევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. სოციალურ ქსელში შესაძლოა საზიზღრობები დაგიწერონ. მოერიდეთ სოციალურ ქსელებს. გადაამოწმეთ ინფორმაცია. გაქვთ ყალბი ინფორმაციის ალბათობა. ყველა ხელშეკრულება გადაიკითხეთ სანამ ხელს მოაწერთ.

ლომი

მთავარი საკითხი არის ფინანსების შენარჩუნება. უცებ შესაძლოა ფინანსური ხარჯები წამოვიდეს და ვიღაცამ გთხოვოთ. განსაკუთრებული სურვილი გიჩნდებათ ხარჯვის. შორს კაზინოებისგან და გასართობი ადგილებისგან. ეს ორი სამი დღე იყავით ფრთხილად. არ აიღოთ სესხი და გასცეთ ფული.

ქალწული

დაბნელებების პერიოდი ზუსტად თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ კოლეგებთან, ჯანმრთელობასთან, მეგობრებთან და ახლობლებთან. ადამიანთა არაპუნქტუალურობა, დაპირებები, სწორედ ეს თემები წამოიწევს წინა პლანზე. მშვიდად მიუდექით ამას.

სასწორი

ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები ახლა თქვენ საწინააღმდეგოდ ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ორშაბათის შემდეგ გაცილებით კარგი პერიოდი გელოდებათ. არ გათქვათ ინფორმაცია რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ, ვინ მოგწონთ. ყველაფერი უკუღმა წავა ან სხვები გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ.

მორიელი

მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ინტერნეტთან. თქვენ შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მოგხიბლავთ და მერე აღმოჩნდება დემონური ძალების მატარებელი. არავის და არაფერს არ დაუჯეროთ. მაცდუნებელი მომენტები ბევრი იქნება. ყურადღება მიაქციეთ მეგობრებს.

მშვილდოსანი

მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ხელმძღვანელობასთან. დღეს და ხვალ განსაკუთრებით. არ იკამათოთ და ჯინში არავის ჩაუდგეთ. სამყარო გცდით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოთმინება. გაუფრთხილდით ძვლოვან სისტემას და ხერხემალს.

თხის რქა

მგზავრობა-მოგზაურობის პრობლემა გაქვთ. შესაძლოა უცხოელებთან კონტაქტი არ შედგეს ან ტრანსპორტი გაფუჭდეს. ამიტომ თავი შეიკავეთ ეს სამი დღე. ორშაბათიდან ეს ყველაფერი გამოსწორდება.

მერწყული

აუცილებლად გჭირდებათ ენაზე კბილის დაჭერა, ინფორმაციის არ გათქმა, შესაძლოა ფინანსური წყაროებიც აღმოაჩინოთ. არ ილაპარაკოთ ამის შესახებ და დაგეგმეთ მაქსიმალურად ყველაფერი.

თევზები

ეს პერიოდი კარგი იქნება შემოქმედებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში იყავით ფრთხილად. შესაძლოა აღმოჩნდეთ კრიტიკის ცეცხლში. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. გაატარეთ, ნუ დაიწყებთ ჩხუბს და მოერიდეთ კონფლიქტებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორმაგად მძიმე დღეა... ცდუნებების ალბათობა არნახულად მაღალი...“ - მიხეილ ცაგარელი სექტემბრის დაბნელებების დერეფანზე

🎥 „დაზიანებული ხატი და ჯვარი სუფთა ადგილას იწვება...“ - მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია

⭕ „მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია... - როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა