ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 7 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი — 7 თებერვალი
მთვარის დღე — 20-ე მთვარის დღე
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე სასწორში
ვერძი
დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება შეგახსენოთ თავი. გაატარეთ დღე მშვიდად, გამოიძინეთ და აღიდგინეთ ენერგია. სამუშაო საქმეებს ნუ მიჰყვებით, თუნდაც რამე დაუსრულებელი გქონდეთ. დღეს სასარგებლოა რაიმე საინტერესო ცოდნის მიღება ან ინტელექტუალური ჰობის დაწყება.
კურო
თეატრში ან გამოფენაზე წასვლა, ან შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის აღდგენაში. პირად ურთიერთობებში ჰარმონიაა საყვარელი ადამიანები მხარს გიჭერენ და თქვენს რჩევას აფასებენ. ნუ აჰყვებით მომენტალურ სურვილებს.
ტყუპები
დღეს რაიმე მოვლენამ შეიძლება შეცვალოს თქვენი ხედვები და ახალი შესაძლებლობები დაგანახოთ. შეამცირეთ სტრესი ივარჯიშეთ, ბუნებაში გადით ან უბრალოდ დასვენების რეჟიმში იყავით.
კირჩხიბი
ოცნებებმა შეიძლება საინტერესო იდეამდე მიგიყვანოთ, რომელსაც მომავალში წარმატებით განახორციელებთ. თქვენი განსხვავებული ხედვა ახალ ადამიანებს მოგიზიდავთ და კომუნიკაციას სასიამოვნოს გახდის. ახლობლები ნებისმიერ საკითხში დაგეხმარებიან.
ლომი
დღე ისე გაატარეთ, როგორც დიდი ხანია გინდოდათ. შეგიძლიათ ფიზიკური აქტივობა ბუნებაში ან მშვიდი დასვენება წიგნით. თუ საქმეების დასრულება გსურთ დაისახეთ პატარა და მარტივი მიზნები.
ქალწული
დღეს შეიძლება გარკვეული საიდუმლოებები გახდეს ცნობილი. თუ საინტერესო პროექტი გაქვთ, მისი განხორციელებისთვის კარგი დროა. მეგობრებისა და ოჯახის დახმარებას ნუ მოერიდებით.
სასწორი
შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. გარემოებები ან სხვების ჩარევა ხელს შეგიშლით. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ საქმეებს და რთულ პასუხისმგებლობებს მოერიდეთ. სასარგებლოა მეტი დრო მარტოობაში.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ ინტუიციას მეტად ენდოთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები და დაისვენეთ მძიმე კვირის შემდეგ. მეგობრებთან კამათმაც კი შეიძლება ახალი იდეა მოგიტანოთ.
მშვილდოსანი
დღე შეიძლება დაძაბული იყოს. სიტუაციებმა შეიძლება ემოციურად დაგძაბოთ, ამიტომ ეცადეთ კომპრომისები იპოვოთ და კონფლიქტებს მოერიდოთ. დაკავდით იმით, რაც სიმშვიდეს გაძლევთ.
თხის რქა
დღეს საჭიროა ყურადღებით მოუსმინოთ სხვებს და მინიშნებები სწორად გაიგოთ. ინტუიცია ძლიერია გამოიყენეთ იგი გადაწყვეტილებების მიღებისას. ახალი ჰობის დაწყებაც სასარგებლოა.
მერწყული
გააკეთეთ საკუთარი თავისთვის პატარა საჩუქარი — იყიდეთ რაიმე უჩვეულო ან ეწვიეთ საინტერესო რესტორანს. ახალი ემოციები ენერგიას აგიმაღლებთ. მოუსმინეთ სხეულს და დაისვენეთ ისე, როგორც გჭირდებათ.
თევზები
მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. გამოხატეთ ზრუნვა და გულწრფელად ისაუბრეთ გრძნობებზე. შესაძლოა გეგმების შეცვლა დაგჭირდეთ მიიღეთ ეს მშვიდად და მოძებნეთ დადებითი მხარეები.
დაე, თქვენი დღე იყოს ბედნიერი და წარმატებული!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბავშვობიდან მქონდა კომპლექსი, მეუბნებოდნენ, რომ დიდი ყურები მაქვს“ - მარიამ შენგელია