Digest Logo

აკნეს მიზეზი, შესაძლოა, შენი კბილის პასტა იყოს

1770400955
 კბილის პასტა

თუ პირის ღრუს, ნიკაპის ან ყბის გარშემო გამონაყარი გამუდმებით გიჩნდება - და ვერაფრით შველით - შესაძლოა, მიზეზი სწორედ შენი კბილის პასტა იყოს.

კბილის პასტაში შემავალმა ზოგიერთმა ინგრედიენტმა შეიძლება მგრძნობიარე კანი ძალიან გააღიზიანოს, რასაც ძლიერი ქაფის წარმომქმნელი აგენტებისა (SLS) და პიტნის ინტენსიური არომატის დახმარებით აღწევს.

ასევე, საყურადღებოა ფტორისადმი მგრძნობელობა, ვინაიდან კბილების გახეხვის შემდეგ, ხშირად რჩება კბილის პასტის ნარჩენები ჩვენს კანზე.

ცხადია, ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ კბილის პასტა "ცუდია" - ეს ნიშნავს, რომ ყველა ფორმულა ყველა ტიპის კანს არ უხდება.

თუ ეს შენს კანზეც შეგინიშნავს, მოერიდე SLS-ის (ნატრიუმის ლაურილ სულფატის) შემცველ კბილის პასტებს, ასევე გამოკვეთილ არომატებსა და გემოს.

ყველაზე მარტივი რაც გახლავთ არის ის, რომ კბილების გახეხვის შემდეგ, კარგად ჩამოიბანოთ ის ზონები, სადაც კბილის პასტა შეიძლება მოხვედრილიყო.

სახის კანის მოვლის რუტინამდე სასურველია კბილების გამოხეხვა, რაც თავიდან აგაცილებთ კბილის პასტის მიერ გამოწვეულ გამონაყარს.

მოერიდეთ გაღიზიანებულ ადგილებზე მკაცრი ამქერცლავი საშუალებების გამოყენებას.

საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ კბილის ჯაგრისი, რადგან ძველი ჯაგრისი ავრცელებს ბაქტერიებს.

თუ ამ ცვლილებების შემდეგაც აკნე არ ალაგდება, მიმართეთ სპეციალისტს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ ვიმატებთ ან ვიკლებთ წონაში ნერვიულობის დროს?

⭕როგორ დავიბრუნოთ ენერგია, როცა „ელემენტი“ ჯდება? - „ნუ მიმართავთ შაქარს და კოფეინს, აი, ნამდვილი ენერგეტიკული „ჰაკები“

⭕ქართულად მოლაპარაკე მაჯის საათი უსინათლოებისთვის - წარმატებული სტარტაპი