Digest Logo

„შესაძლოა მომენტალური შედეგის მიღება შეუძლებელი გახდეს“ - რა ტენდენციებს დაუკავშირდება მარსის კუროს ზოდიაქოში ინგრესია?

1717789928
ასტროლოგი რამაზ გიგაური

რა ტენდენციებს დაუკავშირდება მარსის კუროს ზოდიაქოში ინგრესია? - აღნიშნულ შეკითხვას ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პასუხობს.

როგორც თავად ამბობს, შესაძლოა მომენტალური შედეგის მიღება შეუძლებელი გახდეს, ამიტომ ადამიანებმა უპირატესობა გრძელვადიან მიზნებსა და პროექტებს უნდა მიანიჭონ.

„მოქმედების, აქტიურობის, ენერგიის, ძალის, გამბედაობის, ბრძოლის, აგრესიისა და სექსუალურობის პლანეტა მარსი კუროს ზოდიაქოში 9 ივნისს გადაინაცვლებს და იქ 21 ივლისამდე იმოძრავებს. თუ მანამდე (30.04 - 9.06) მარსი ვერძის ნიშანში იმყოფებოდა, სადაც მისი ენერგია სრული ძალით ვლინდებოდა, კუროში მისი ინტენსივობა შედარებით შემცირდება. ეს ბუნებრივიც იქნება, რადგან თუ მარსი ვერძის მმართველია, კუროში - ის „გამოძევებულია“.

ეს შეიძლება შევადაროთ დოღის ცხენს, რომელიც ფორანში შეაბეს. ეს მისი არაბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან აქ მისი სისწრაფე და დინამიკა „იზღუდება“, ხოლო იმპულსურობა იძულებითი მოთმინებით „იცვლება“. თუ ვერძი - იმპულსია, კურო - უკვე ამ იმპულსის ფორმაა, ამიტომ 9 ივნისიდან 21 ივლისამდე პერიოდში მნიშვნელოვანი გახდება კონკრეტული შედეგის მიღება და იდეისთვის ფორმის მიცემის სურვილი.

ადამიანებში წინ წამოიწევს სიჯიუტე და სიზარმაცე, ამიტომ არ არის რეკომენდებული ყველაფრის შეჩერება, უბრალოდ, ის ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც თუნდაც მაისში ინტენსიურად და შეუჩერებლად ვლინდებოდა, მსგავსად უცბად მოვარდნილი წყლის ნიაღვრისა, რომელსაც ყველაფერი მიაქვს. ამ პერიოდში კი ეს ენერგია შეიძლება შევადაროთ ხელოვნურ არხში მიმავალ წყალს, რომელიც რწყავს ნათესებს, ანუ წყალს აქ კონკრეტული ფორმა აქვს მიცემული და შედეგზეა „ორიენტირებული“. ზუსტად ასე, ადამიანებმა თავისი გაქანება და მიზანსწრაფვა პრაქტიკულ და პრაგმატულ ჩარჩოში უნდა მოაქციონ.

აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დეტალია, შესაძლოა მომენტალური შედეგის მიღება შეუძლებელი გახდეს. ამიტომ უპირატესობა გრძელვადიან მიზნებსა და პროექტებს უნდა მიენიჭოს. ამასთანავე, ამ გზაზე მნიშვნელოვანი იქნება შეუპოვრობისა და ამტანობის გამოჩენაც. კურო - მშრომელი ნიშანია, ასე რომ, ამ პერიოდში შრომის გარეშე არაფერი არ მიიღწევა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური საკითხებიც (როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე). შესაძლოა ამ კუთხით გარკვეული დანაკლისები ან კრიზისის ნიშნებიც კი გაჩნდეს. ამიტომ ეკონომიურობის გამოჩენა აუცილებელი იქნება. საერთოდ, ფინანსური მენეჯმენტი ახლა როგორც არასდროს, ისე გახდება მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. თუმცა ეს კარგი დროა ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების დაწყება-განვითარებისთვის, ამ მიმართულებით ენერგიის, დროისა და ფულის ინვესტირებისთვის.

ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით მარსის კუროში გადასვლა, მნიშვნელოვანი იქნება:

მიწის სტიქიის ნიშნებისთვის: კურო, ქალწული, თხის რქა. ეს ნიშნები შეძლებენ ამ პერიოდის სასიკეთოდ გამოყენებას. მათი ენერგიულობა მოიმატებს. შეძლებენ ბევრ საქმეს გაართვან თავი და წარმატებას მიაღწიონ.

გარკვეულწილად სასიკეთო იქნება კირჩხიბისა და თევზებისთვის დაბადებული ადამიანებისთვის. მათ გაუჩნდებათ ახალი შესაძლებლობა დაიწყოს ახალი საქმე ან წინ წაიწიონ სამსახურში.

შედარებით რთული იქნება მორიელისთვის. მარსი კუროდან დაუპირისპირდება მორიელის მზეს. ამიტომ ამ ადამიანებში მოიმატებს აგრესიულობა ან თვითონ მოუწიოთ ურთიერთობა აგრესიულ ადამიანებთან, რამაც შესაძლოა გაზარდოს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა.

ასევე დაძაბული იქნება იქნება ლომებისთვის და მერწყულებისთვის. მათ მოუწევთ მუხლჩაუხრელი შრომა, რათა თავი გაართვან მოძალებულ პრობლემებს და გადალახონ შექმნილი წინაღობები.

ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის და მშვილდოსნებისთვის - ეს პერიოდი
შედარებით ნეიტრალური იქნება. ასე რომ, დადებითი შედეგების მიღება მათ წინდახედულობასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე იქნება დამოკიდებული“, - წერს რამაზ გიგაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოგონებები მალდივებზე“ - მარიამ შარმანაშვილი რჩეულთან ერთად მოგზაურობას განაგრძობს

ვინ იყო 32 წლის ქართველი ქალი, რომელიც ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა

ბარსელონაში 32 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს