Digest Logo

„შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1737383451
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ჟურნალ „თბილისელებთან“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

ვერძი ♈

კარგი დროა ადრე დასახული მიზნების მისაღწევად. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეძიეთ დამატებითი სამუშაო. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში კი, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

კურო ♉

წინასწარ დაალაგეთ გეგმები და ფრთხილად იმოქმედეთ, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. მოგზაურობები, კონტაქტები და ახალი ინფორმაცია წარმატებასა და პერსპექტივებს გიქადით. კარგი განწყობა კი, სასიამოვნო სასიყვარულო ურთიერთობის საწინდარი გახდება.

ტყუპები ♊

გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. მოამზადეთ ახალი პროექტები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ. საყვარელი ადამიანის დახმარებით პირად ცხოვრებაში მოიმატებს ხალისი. დრო კარგია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და იმიჯის შესაცვლელად.

კირჩხიბი ♊

მეტ ყურადღებას მოგთხოვთ სახლი და ოჯახი. საქმეში და ფინანსებში წარმატებისათვის ყურადღება მიაქციეთ პარტნიორების პოზიციებსა და რჩევებს. მოგზაურობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.

ლომი ♌

აკეთეთ მხოლოდ ის, რაც მარტივად გამოგივათ. ნუ იმოქმედებთ ძალისმიერად და ნურავის შეეწინააღმდეგებით. მეტად უსმინეთ ინტუიციას. სასიყვარულო ურთიერთობა სწრაფად განვითარდება. მოგზაურობისას მოერიდეთ მაღალ სიჩქარესა და აზარტს.

ქალწული ♍

ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციები წარმატებას მოგიტანთ მომავალში. მოერიდეთ ფარულ საქმეებს და ექსპერიმენტებს. გაზრდილი ინტუიცია კრიზისულ სიტუაციებს აგარიდებთ. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას და უყურადღებოდ არ დატოვოთ საყვარელი ადამიანი.

სასწორი ♎

დადებითად განვითარდება ფინანსური საქმეები და ბიზნესი. ძვირფასი ნივთების შეძენა და მოგზაურობა კი, სჯობს გადადოთ. შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან.

მორიელი ♏

მოიმატებს სამუშაო და კონტაქტები. ნაკლებად უსმინეთ რჩევებს, რათა სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ. თუმცა, პატივი ეცით სხვის აზრს, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს ოჯახსა და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში.

მშვილდოსანი ♐

ზრდას დაიწყებს თქვენ ენერგია, გაუმჯობესდება ქმედით უნარიანობა და კონტაქტურობა. ოჯახთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად დამოუკიდებელს და ძლიერს გაგხდით. მოგზაურობები დადებით შედეგს გამოიღებს.

თხის რქა ♑

ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნვა დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლასა და სამომავლო მიზნების ჩამოყალიბებაში. საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობებში კი, აუცილებელია დაფიქრება, რათა გააკეთოთ სწორი არჩევანი და თავი აარიდოთ კონფლიქტებს.

მერწყული ♒

დაიწყება აქტიური კონტაქტების, ვიზიტებისა და გართობის პერიოდი. საქმეების სიმცირე დასვენების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა შეიცვალოთ იმიჯიც. ხოლო, სხვა ერისა და კულტურის წარმომადგენელთან, რომანტიკული კავშირი შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

თევზები ♓

კარგი დროა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ურთიერთობების დასარეგულირებლად. შესაძლოა მიიღოთ საკმაოდ საინტერესო და სარფიანი შემოთავაზებები, მაგრამ საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროთ და დაგეგმოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოს დროშისთვის... ახლა დამარცხება შეიძლება?...“ - მერაბ დვალიშვილის მშობლების პირველი ემოციები და თანასოფლელების განსაკუთრებული გულშემატკივრობა

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 იანვრიდან საქართველოში

🎥 „საოცარი შეგრძნებაა შენსა და შენს სისხლ-ხორცს შორის კიდევ ერთი თაობაა და ისიც შენია...“ - რას ამბობს საბა ჭიკაიძე ბაბუობაზე