Digest Logo

🎥 „საქართველოს დროშისთვის... ახლა დამარცხება შეიძლება?...“ - მერაბ დვალიშვილის მშობლების პირველი ემოციები და თანასოფლელების განსაკუთრებული გულშემატკივრობა

1737378888
მერაბ დვალიშგვილი

19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

ქართველის ბრძოლას განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ, ის ხალხი, რომელთან ერთადაც მერაბი გაიზარდა და ნახევარი ცხოვრება გაატარა. ვანის რაიონის, სოფელ სულორში მკვიდრთათვის საზეიმო დღე გათენდა. მერაბ დვალიშვილის მამა, მეზობლები და ნათესავები ამ ისტორიულ ბრძოლას ერთად ადევნებდნენ თვალს. 

ემოციური სიუჟეტი თემაზე გადაცემაში „შუადღე“ მოამზადეს, სადაც მერაბ დვალიშვილის ახლობლების ემოციები ნათლად არის აღბეჭდილი:

„საქართველოს გულისთვის, საქართველოს დროშისთვის და ახლა დამარცხება შეიძლება? ბრძოლაა და ხანდახან უნდა დავუშვათ ის, რომ შესაძლოა წააგოს. მეშინოდა თუმცა ვიცოდი რომ მოიგებდა. მოგებაც დიდი პასუხისმეგბლობაა. ამდენი ხალხი რომ განიცდის, ამათი ხასიათის წახდენა შეიძლებოდა? მალადეც, რომ გაამართლა. მშრომელი ბიჭია, ერთ წუთს არ უშვებს იმისთვის, რომ დასახული მიზნისთვის იშრომოს“, - ამბობს ამირან დვალიშვილი.

როგორც ჩემპიონის დედა ამბობს, იგი შვილის ბრძოლას ვერ უყურებს ხოლმე. შვილის ბრძოლის ყურება რთულია მისთვის. ამიტომ გამარჯვების შემდეგ თანასოფლელებთან ერთად აღნიშნა ვაჟის უკვე მეორედ ჩემპიონობა.

„ახლა განსაკუთრებით ვნერვიულობდი. ორი დღის წინ მელაპარაკა და მითხრა - დედიკო არ ინერვიულო არაფერი ყველაფერს გავაკეთებ, ისე როგორც შენ გინდაო. მაინც ხომ იცით დედის გული ნერვიულობს. მეზობლის ქალი მოვიდა ტელეფონში ჰქონდა ჩხუბი ჩართული, მე გვერდზე ვიყავი ვლოცულობდი. მადლობა მას ყველაფრისთვის. რომ დაამთავრებს ხოლმე ბრძოლას მერე დიდი სიამოვნებით ვუყურებ“, - დარეჯან დვალიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 იანვრიდან საქართველოში

🎥 „საოცარი შეგრძნებაა შენსა და შენს სისხლ-ხორცს შორის კიდევ ერთი თაობაა და ისიც შენია...“ - რას ამბობს საბა ჭიკაიძე ბაბუობაზე

🎥 რას ნიშნავს სხვისთვის მიძღვნილი ცხოვრება და როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი - მარინა კაჭარავას საინტერესო რჩევები