მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.
11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.
ამჯერად სასულიერო პირი სტუმრად გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მან ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა. მან ასევე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც პაპის სტატუსი მიენიჭა.
„პაპა რომ გავხდი, შეიცვალა განზომილება. რატომ გავუსვი ამას ხაზი? მე მყავს პატარა შვილიც, მაგრამ ის არ მომნატრებია, ჩემს შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, უფროსსა და უმცროს შორის 22 წელია სხვაობა, შესაბამისად, ჩემი პატარა შვილი 9 წლისაა. პატარა ბავშვი მონატრებული არ მყავდა, დღემდე მყავს პატარა სახლში, მაგრამ განზომილება შეიცვალა. საოცარი შეგრძნებაა შენსა და შენს სისხლ-ხორცს შორის კიდევ ერთი თაობაა და ისიც შენია. როდესაც შენ მისი მამის მამა ხარ, მისი დედის მამა ხარ, ეს გაასმაგებული პასუხისმგებლობაა.
მათ უნდა გადაწყვიტონ შემდგომ მამა საბა ვიქნები თუ პაპა, ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს“, - ამბობს დეკანოზი საბა ჭიკაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: