
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო იმყოფებოდა“, სადაც მარტის დაბნელებების დერეფანზე ისაუბრა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:
„დაბნელების ფონი გაცილებით ადრეა ვიდრე დადგება. დაბნელება არის ასტრონომიული ფაქტი, რომელიც არ განსაზღვრავს ადამიანის ბედ-იღბალს. უბრალოდ ეს არის მოვლენა, რომელსაც ასტროლოგები უკეთ ვკითხულობთ. განვსაზღვრავთ პერსპექტივებს, უეჭველის ფარგლებში რა თმა უნდა არ არის. დერეფანი უნდა გავიაროთ აუცილებლად და მას ვერ ავუვლით გვერდს. ხდება ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე წმენდა. უნდა იყოს გათავისუფლების პერიოდი.
მე პირადად ასტროლოგი ვარ და ასეთი მარტი ჯერ არ მინახავს, ყოველდღიურად რაღაცა ხდება. ფასეულობების პლანეტის, ვენერას თვე დაიწყო. კომუნიკაციები მნიშვნელოვანია ვენერაში. მარტის თვეში მიღებული გადაწყვეტილებები არასწორია და მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე.
მედიაში მომუშავე ადამიანებს მინდა მივმართო, რომ მერკური ჩერდება და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ საქმეს. ხვალიდან ანუ 15 მარტიდან რეტროგრადული ხდება, უკან იხევს, ანელებს სვლას. რეალურად აღვწერთ პრობლემებს, სადაც კომუნიკაცია ჭედავს, გვაქვს ურთიერთობებში უთანხმოებები. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით. ყველაფერს უნდა შევხვდეთ გაგებით და პოზიტიურად. 20-ში არის ახალი წელი, ეს ფონი უფრო მეტად შეიცვლება. თუ კი ახლა სენსიტიური პერიოდი გაქვს, შემდეგ აუცილებლად კარგისკენ შეიცვლება. ასევე 15-დან 20 - მარტამდე გვაქვს გლოვის დღეები ასტროლოგიაში. ყველაზე ეფექტურია წარსულთან გამომშვიდობება და კორექცია. ხუთი დღის განმავლობაში დაწერეთ - ერთ სიტყვაში ჩადის ერთი აზრი. აზრობრივად განავრცეთ, მეორე დღე მეორე პრობლემა, ასე გავაკეთოთ 20-მდე და შემდეგ ვზეიმობთ“, - გვირჩევს ქეთი ოდიშელი.
ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:
♈ ვერძი
ვერძისთვის არის საფრთხილო ჯანმრთელობისა და ენერგოტონუსის კუთხით. დიდი მნიშვნელობა მიაქციეთ განწყობას. შესაძლოა კარიერულ თემებში გქონდეთ ცვლილებები.
♉ კურო
რაღაც თემებში დარწმუნდებით საბოლოოდ. შესაძლოა შეხვდეთ ცხოვრების სიყვარულს. ასევე ოჯახური თვალსაზრისით პროგრესი გაქვთ. შემოქმედებითი პროცესები მოიმატებს.
♊ ტყუპები
აქტუალურია თემები, რომლებიც ოჯახსა და სახლს უკავშირდება. ყურადღება მივაქციოთ ასცედენტს. შესაძლოა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროთ.
♋ კირჩხიბი
ახლა მეტი ყურადღება გმართებთ საბუთებს, რადგან შესაძლოა შეცდომა გაგეპაროთ. ასევე კარგი დროა მივლინებებისა და მოგზაურობისთვის.
♌ ლომი
თვენთვის უკეთესი პერიოდი იწყება დაბნელების დერეფნის ანუ ოცი რიცხვის შემდეგ. გარკვეული კირჩხიბებიდან შესაძლოა დაინახოთ ნათელი წერტილი. შესაძლოა მიიღოთ საჩუქრები.
♍ ქალწული
მეტი იუმორი და პოზიტივი შეიტანეთ ცხოვრებაში. იმიჯის ცვლილებასთან იყავით ფრთხილად.
♎ სასწორი
მედიტაციური დაფიქრების პერიოდი გაქვთ. შესაძლოა ცოტა დასევდიანებული იყოთ. კარგი პერიოდია გადაფასებებისა და წარსულის უკან მოტოვებისთვის.
♏ მორიელი
საუკეთესო პერიოდია თქვენთვის. წარსულის ანალიზი ისწავლეთ შესაძლოა ახალი მეგობრები შეიძინოთ.
♐ მშვილდოსანი
კარიერული თვალსაზრისით კარგი პერიოდი გაქვთ შესაძლოა დაწინაურდეთ. პარტნიორულ ურთიერთობებში სტატუსის ცვლილება გელით.
♑ თხის რქა
უცხოეთში მოგზაურობა შესაძლოა მოგიწიოთ. ისეთი რაღაცები რაც აქამდე ჭიანურდებოდა შესაძლოა მოგვარდეს. იუმორით შეხედეთ სამყაროს.
♒ მერწყული
ქაოსური პერიოდი გაქვთ. არ გირჩევთ მიიღოთ როვოლუციონერული გადაწყვეტილებები, იფიქრეთ სტაბილურობაზე.
♓ თევზები
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, ამიტომ გადააფასებთ ბევრ რამეს ფსიქოლოგიურ დონეზე. პარტნიორულ თემაში შესაძლოა გქონდეთ სიახლეები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: