Digest Logo

🎥 „სამი თვითონ ვიპოვე დაღუპული...ნადირივით უნდა იყო მთაში“ - ნინუცა ორჯონიკიძის ლაშქრობა გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე

1741940449
ნინუცა ორჯონიკიძე

ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა. რამდენიმე თავს წინ მან გადაწყვიტა ბლოგერობა, შესაბამისად „იუთუბის“ საკუთარი პლატფორმაც უფრო მრავალფეროვანი გახადა. ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აცნობს. იგი საზოგადოებას საინტერესო ამბებს უზიარებს.

ნინუცა ორჯონიკიძის „იუთუბის არხს“ ამჟამად 42 ათასი გამომწერი ჰყავს, თითოეულ ვიდეოს კი ასი ათასობით ნახვა. მან ლაშქრობებისთვის და ქალაქ გარე ტურებისთვის თანამგზავრად მოგზაური ნიკო ლებანიძე და რამდენიმე მეგობარი აირჩია.

ამჯერად ნინუცა გვიზიარებს ვიდეოს, სადაც გველეთის გაყინული ჩანჩქერი დალაშქრეს და მასზე აცოცდნენ. ასევე იგი შეხვდა ალპინისტ, მსახიობსა და ყოფილ სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელს შალიკო ქირიკაშვილს, რომელმაც საინტერესო ისტორიები გაგვიზიარა:

„საბჭოთა კავშირის ალპინიზმი დაიწყო ხევიდან. მაშინ იყო დევდორაკის მყინვარი, სადაც ბანაკიც გახლდათ 1923 წელს. მთამსვლელობა ახალი ამბავი იყო საქართველოსთვის. მეტეოსადგურიც არ იყო მაშინ. თეთრი ნაბდები გვქონდა ქოხში გამოკრული და ორმაგი ფანჯრები. რადიატორები გვქონდა ატანილი. ისეთ ქარბუქში ვყოფილვარ მანდ აკვანივით ირწეოდა.

ერთხელ კარგი ალპინისტები დაიღუპნენ ხეობაში, რადგან ცუდი ამინდი დახვდათ და სპეციალური ბათინკები არ ჰქონდათ. გარეთ დატოვეს, გაიყინა ეს ბათინკები, ქარმა კარავი დახია, კეტებით ჰო ვერ ჩამოვიდოდნენ მწვერვალიდან. არავინ არ არის დაზღვეული, როცა მთაში მიდიხარ. მთამსვლელები უნდა იყვნენ უმაღლეს დონეზე დახვეწილები. ნადირივით უნდა იყო მთაში და ამინდის უნდა იცოდე ცოტა მაინც.

მამაჩემი პროფესიონალი ალპინისტი იყო. წყალი რომ დაელია ბარკლებში ითბობდა ხოლმე. ერთხელ დაარტყა ამ ბარკლებში ყინვამ, გაუხვრიტა ორივე ბარკალი. სხვები ტოვებდნენ მამას იქ, რადგან მკვდარი ეგონათ, ამ დროს მამას ყველაფერი ესმოდა. ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან, წამოიყვანეს. 

პირველად როცა მთაზე ავედი. მამამ წამიყვანა, ცხენებით მივედით თავდაპირველად 7 წლის ვიყავი მაშინ. 200 კაცი იყო ექსპედიციაში. ექიმებიც გვახლდნენ. ამის შემდეგ მოვიწამლე.

ისეთ დღეს მოხვედით, ჩემი უსაყვარლესი ბიჭები, „საბჭოთა კავშირის“ ყველაზე მაგარი მთამსვლელები დაიღუპნენ სამი მე თვითონ ვიპოვე დაღუპული. სამი უშბიდან ჩამოცვივდა. ჩავედი ყაზბეგიდან მე თვითონ ვიპოვე, - ჰყვება შალიკო ქირიკაშვილი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გადაწყვეტილებებს აუცილებლად გადახედეთ, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა...“ - რა გავლენა ექნება მთვარის დაბნელებას ჩვენზე, ქეთი ოდიშელის რჩევები!

🎥 თერაპიული ზღაპრები და იგავები, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებს პრობლემების დაძლევაში ეხმარება - სპეციალისტის რჩევები

⭕„წვავთ სანთლის ალზე შემდეგი სიტყვებით...“ - რიტუალი ქეთი ოდიშელისგან, რომელიც მთვარის დაბნელებისას სრულდება