Digest Logo

„შესანიშნავი დღეა მიზნებისა და გეგმებისთვის“ - თაკო მელიქიშვილი 14 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

1768384594
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 14 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს: 

„ინტუიციისა და განწყობის დღე

14 იანვარი — დღე ენერგიებით 5 • 7 • 3.

დღეს ძლიერდება ინტუიცია, მაგრამ ყველაფერს წყვეტს განწყობა.
თუ დილას „პლუსში“ გაიღვიძებთ — კრიზისულ საკითხებსაც კი მარტივად და შედეგიანად მოაგვარებთ.
თუ დილიდან უენერგიო ხართ — არსებობს რისკი, დღე გაგიფუჭდეთ როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის.

დილას მთავარი რეკომენდაცია

არავის არაფერს დაჰპირდეთ ზედმეტად.
არ მოჰყვეთ საკუთარ თავზე.
არ განიხილოთ პრობლემები.
მაქსიმალურად მოაწყვეთ დღე თქვენი კომფორტისთვის.
ჩართეთ საყვარელი სიმღერა, მოიმზადეთ ყავა და ჯერ თავი შეივსეთ.
რაც უფრო „პლუსში“ დაიწყებთ დღეს — მით წარმატებული იქნება იგი.
თუ დილას დაიწყებთ იმით, რაც არ გიყვართ, ენერგია დაიწყებს გაქცევას.
დღეს ეს ნამდვილად არ გვჭირდება.
საქმეები — მხოლოდ ბოლომდე.
თუ იწყებთ — დაასრულეთ.
არანაირი წუწუნი, უკმაყოფილება ან თვითკრიტიკა.
დღეს ეს მაშინვე გცლით ენერგიას.

შესანიშნავი დღე მიზნებისა და გეგმებისთვის.

ჩაწერეთ. დააფიქსირეთ.
მცირე ფიზიკური აქტივობა — დიდი ეფექტი.
15 წუთი თუნდაც ფეხით სიარული

დღის მთავარი წესი

არავისთან არ იჩხუბოთ.
არ დაამტკიცოთ არაფერი.
თუ რამე თქვენს სურვილს არ ემთხვევა — უბრალოდ გაჩუმდით და დაელოდეთ.
მშვიდი, გააზრებული დღე — და ის მაქსიმალურად იმუშავებს თქვენთვის.
ბედნიერი შობა ახალი წელი“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემ სიკვდილსაც ვერ განვიცდი, აღარ და ვეღარ ვნერვიულობ...“ - რას ჰყვება გია ჯაჯანიძე ცხოვრებით ტკბობაზე

🎥 „სიყვარული მარადიულია, ამიტომ ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს მივუძღვენი“ - სალომე ბაკურაძე სცენას დაუბრუნდა

🔵კახა კალაძემ სამტრედიაში უსახლკარო და სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა