Digest Logo

„შეუფერებელი დროა ვნებისა და ემოციური სიახლოვისთვის, არ წამოიწყოთ ურთიერთობის განხილვა...“ - ხათუნა ნოელი 23 თებერვლის ასტროლოგიურ ტენდენციებზე

1740292641
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი 23 თებერვალს მოსალოდნელ ცვლილებების და ტენდენციების შესახებ  წერს, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„23 თებერვალია, კვირა, რას გვიქადის ეს დღე?ხომ გაინტერესებთ?ჰოდა მისმინეთ:

მთვარე თხის რქაშია, იკლებს, აქვს მზესთან ჰარმონიული, ვენერასთან კი დაძაბული ასპექტი.

მთვარის 25-ე დღის ძირითადი სიმბოლო არის ორი ნიჟარა: ერთი – მკვდარი წყლით (სტაგნაცია, ჩახშობა), მეორე – ცოცხალი წყლით (განახლება, ნაყოფიერება). ეს დღე ნაკლებად აქტიური ენერგიების მატარებელია, სადაც ადამიანს უჭირს მოტივაციის პოვნა, ხშირად გრძნობს ფსიქიკურ სიმძიმეს ან უმოქმედობის ტენდენციას. გაყავით დრო "ორ ნიჟარას" შორის: დაუთმეთ დრო ემოციებს (მკვდარი წყალი = წარსულის ანალიზი), შემდეგ კი მიზნებისთვის მოქმედებას (ცოცხალი წყალი = მომავლისთვის ენერგიის მობილიზება).

მთვარე თხის რქაში, რომელიც პასუხისმგებლობისა და მიზანდასახულობის ნიშანია.ნუ იქნებით პასიური, თუ არის პროექტი, რომელიც მოითხოვს დისციპლინას და ფოკუსირებას, დღეს საამისოდ კარგი დროა. თუნდაც 10 წუთი დათმეთ ბიზნეს-იდეების ჩაწერას, ოფიციალური დოკუმენტების მოწესრიგებას, ოთახის დასუფთავება-დალაგებას.
რისი გაკეთებას სჯობს მოერიდეთ:

ემოციურ და შემოქმედებით საქმიანობებს – მთვარის კვადრატურა ვენერასთან ზრდის ემოციურ დაძაბულობას, ხელს უშლის შთაგონებას.

დასვენება და გართობა – ეს დღე უფრო კარგია შრომისთვის, ვიდრე სიამოვნებისთვის.

გამოიყენეთ თხის რქის „მიწიერი“ ენერგია: თუ გრძნობთ აპათიას, მიწასთან დაკავშირებული აქტივობები - მცენარეების მოვლა, გასეირნება ბუნებაში, დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.

სასიყვარულო ურთიერთობები:

რისთვის უნდა იყოს მზად? ემოციურ სითბოს და რომანტიკულობის ნაკლებობა,პრეტენზიების წაყენება. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან – თხის რქის გავლენა ხშირად მძიმეა და პრაგმატულობას მატებს, ამიტომ უკეთესია, თუ არ ჩაუღრმავდებით ნეგატიურ თემებს.

შეუფერებელი დროა ვნებისა და ემოციური სიახლოვისთვის, არ წამოიწყოთ ურთიერთობის განხილვა , რადგან საუბარი ზედმეტადად "მშრალი" შეიძლება გამოვიდეს.

არ მოითხოვოთ პარტნიორებისგან ემოციური გახსნილობა.

რა შეგიძლიათ იყიდოთ?

ხარისხიანი და გრძელვადიანი ნივთები. სამშენებლო და რემონტის მასალები, სამუშაო ხელსაწყოები.
მოერიდეთ შესყიდვებს სილამაზის, მოდის და გართობის კატეგორიებში, არ შეძინოთ ამ დღეს ხელოვნების ნიმუშები, მდიდრული ნივთები.

ჯანმრთელობა:

არარეკომენდებულია ძვალსახსროვანი ოპერაციები – განსაკუთრებული მუხლების, ხერხემლის, ძვლების სტრუქტურის კორექცია, ორთოპედიული ჩარევები. ასევე პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაციები; გინეკოლოგიური ოპერაციები .თირკმელებისა და შარდსასქესო სისტემის ოპერაციები .
თვალის ოპერაციები – განსაკუთრებული ლაზერული კორექცია“, - წერს ხათუნა ნოელი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის მარტი განსაკუთრებით წარმატებული იქნება

🎥 რა გველოდება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში? - ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „ბოლო ჟამს განქარდება სიყვარული...გული მიკვდება როდესაც ცოლ-ქმარი პატარა რაღაცაზე კამათობს...“ - რას ამბობს მამა ბენიამინ ბელქანია?