
იუპიტერისა და ურანის ჰარმონიული შეერთების ფონზე ჩამოყალიბებული ასტროლოგიური ასპექტები ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს გაზაფხულის პირველი თვის განმავლობაში მოულოდნელ წარმატებასა და იღბალს ჰპირდება.
2025 წლის მარტის ძირითადი ნაწილი პლანეტა ნეპტუნისა და იუპიტერის გავლენის ქვეშ იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, გაზაფხულის დასაწყისი ბევრს ახალ შესაძლებლობას მოგვცემს და ეს პერიოდი ყველასთვის გამორჩეული იქნება.
პლანეტა ნეპტუნი და იუპიტერი თევზებს მართავენ. შესაბამისად, თევზებისთვის როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სიახლეებია მოსალოდნელი.
მარტის მთავარი ფავორიტები თევზების ნიშნის წარმომადგენლები არიან. ახლა გაქვთ შანსი, ყველა ის გეგმა, მიზანი, რომლებიც აქამდე რთულად გეჩვენებოდათ, მარტივად შეასრულოთ, ოცნებები აისრულოთ და საინტერესო თავგადასავლებისათვის მოემზადოთ. ყველაფერი, რასაც წამოიწყებთ, ძალიან წარმატებული იქნება და დაწინაურების შესაძლებლობა გექნებათ.
ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვისაც იქნება. მათი მოთმინება და გამძლეობა საბოლოოდ გამოიღებს ნაყოფს: ფინანსური სტაბილურობა, კარიერული ზრდა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება რეალობად იქცევა. იუპიტერი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისათვის შემოსავლის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების გახსნას უზრუნველყოფს. მარტში გელით სასიამოვნო სიურპრიზები, მოულოდნელი შეთავაზებები და საბედისწერო შეხვედრებიც კი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის.
იღბლიანთა შორის იქნებიან კირჩხიბებიც. მარსი ძლიერ ბიძგს მისცემს მოქმედებას, ხოლო სატურნის მხარდაჭერა გრძელვადიანი გეგმების სწორად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. ეს ის თვეა, როცა კირჩხიბებს შეუძლიათ, კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში ახალ საფეხურს მიაღწიონ, მნიშვნელოვანი გარიგებები დადონ და დიდი ხნის კითხვებზე პასუხები იპოვონ. მთავარია, ენდოთ თქვენს ინტუიციას და ცვლილებების არ შეგეშინდეთ. წინ ძალიან წარმატებული პერიოდი გელოდებათ.
მარტი განსაკუთრებით წარმატებული იქნება თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისთვისაც. პროფესიული თვალსაზრისით, წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. დაწინაურების დიდი შანსი გაქვთ. ასევე, თვის განმავლობაში პლანეტა მერკურის ხელსაყრელი პოზიცია დაგეხმარებათ, რომ საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და საჭირო კონტაქტები დაამყაროთ. პლუტონი კი მასშტაბურ ცვლილებებს მოგიტანთ. მარტის თვეში ენერგია და მოტივაცია მოგემატებათ და გექნებათ შანსი, გააკეთოთ ის, რაზედაც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, თუმცა აქამდე ვერ ახერხებდით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა გველოდება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში? - ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
წყარო: www.beaumonde.ge