Digest Logo

„შთაგონების, რომანტიკისა და მოგზაურობის სფეროებს გაააქტიურებს“ - 2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1790886732
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ასტროლოგიური პროგნოზი 2 ოქტომბრისთვის:

♈️ ვერძი: დილა საოჯახო საქმეებს დაუთმე, დღის მეორე ნახევარში კი მთვარის ლომის ნიშანში გადასვლა შემოქმედებით ენერგიას, რომანტიკულ განწყობასა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს გაგიძლიერებს.

♉️ კურო: დღის პირველი ნახევარი ურთიერთობებისა და სწავლისთვის ხელსაყრელია. საღამოს ყურადღება სახლსა და ოჯახზე გადაერთვება — კარგი დროა ახლობლებთან მყუდრო საღამოს გასატარებლად.

♊️ ტყუპები: დილის საათები ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენე. საღამოს ცეცხლოვანი მთვარე ლომში საინტერესო შეხვედრებს, სიახლეებსა და შთამაგონებელ საუბრებს მოგიტანს.

♋️ კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში მთვარე შენს ნიშანში პირადი საკითხების მარტივად მოგვარებაში დაგეხმარება. საღამოს ყურადღება პრაქტიკულ საქმეებზე, სასიამოვნო შენაძენებსა და რესურსებზე ზრუნვაზე გადაიტანე.

♌️ ლომი: დღის მეორე ნახევარში მთვარე შენს ნიშანში გადმოვა! დაგიბრუნდება ლიდერული ძალა, თავდაჯერება და თვალებში ბრწყინვალება. გამოავლინე საკუთარი თავი — აპლოდისმენტებს ნამდვილად იმსახურებ.

♍️ ქალწული: დილა მეგობრებთან შეხვედრებისა და ინფორმაციის მოძიებისთვის ხელსაყრელია. საღამო მშვიდ გარემოში გაატარე და საკუთარ თავს დასვენებისა და გონებრივი განტვირთვის დრო დაუთმე.

♎️ სასწორი: დღის პირველ ნახევარში კარიერულ საკითხებზე კონცენტრირდი. საღამოს ლომის ენერგია ურთიერთობების სფეროს გაააქტიურებს და თანამოაზრეებთან შეხვედრით სიხარულს მოგიტანს.

♏️ მორიელი: დღის პირველი ნახევარი სწავლის პროცესში მნიშვნელოვან აღმოჩენებს მოგიტანს. საღამოს კი წინა პლანზე წამოიწევს სტატუსის, მიზნებისა და შენი დამსახურებების დაფასების საკითხები.

♐️ მშვილდოსანი: დღის მეორე ნახევარში ლომის ცეცხლოვანი ენერგია შთაგონების, რომანტიკისა და მოგზაურობის სფეროებს გაააქტიურებს. კარგი დროა გეგმების გასაფართოებლად.

♑️ თხის რქა: დილა პარტნიორული კავშირების განმტკიცებას დაუთმე. საღამოს რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებში სიბრძნე და თავშეკავება დაგჭირდება შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნე.

♒️ მერწყული: დღის პირველი ნახევარი მიმდინარე სამუშაო საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელია. საღამოს ყურადღება პარტნიორობაზე გადაერთვება — საყვარელ ადამიანს სითბო და ყურადღება აჩუქე.

♓️ თევზები: დილა შემოქმედებითი შთაგონებით იქნება სავსე. საღამოს კი ენერგია საკუთარ სხეულზე ზრუნვას, სასიამოვნო გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და წესრიგის დამყარებას მოახმარე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქართული გენი, არისტოკრატიული სილამაზე, ატარებენ ელეგანტურობას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“ - კოკი ფერაზი-ფანგანი

🎥 „სამი მიყოლებული მშობიარობის შემდეგ, აბსოლუტურად დავკარგე საკუთარი თავი“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა

⭕„თქვენი ენერგია და ყოფნა მანამდე უნდა იგრძნონ, ვიდრე ხმას ამოიღებთ“ - ალექსანდრა პაიჭაძე

✕