მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც 3 შვილის დედაა დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იგი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც მომატებულ კილოგრამებზე ისაუბრა:
„ჩემი სამი მიყოლებული მშობიარობის შემდეგ აბსოლუტურად დავკარგე საკუთარი თავი, მოწონება საკუთარი თავის.
გარდა იმისა, რომ ვიზუალური ნაწილი ძალიან სტრესული იყო ჩემთვის, თან ახლდა ჯანმრთელობის პრობლემა წონას“, - ამბობს ნანუკა გულუა.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა გულუამ ცნობილ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა. ამის შემდეგ კი მისი პოპულარობა გაიზარდა და ნანუკა ბევრისთვის საყვარელ სახედ იქცა.
ცნობისთვის, ნანუკა სამი შვილის დედაა. მან 2021 წელს კახა კაშიაზე იქორწინა და დღეს წყვილი ნინას, ირაკლის და კირას ერთად ზრდის.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენი ენერგია და ყოფნა მანამდე უნდა იგრძნონ, ვიდრე ხმას ამოიღებთ“ - ალექსანდრა პაიჭაძე
⭕მარიამ სანოგო სხვადასხვა ლუქში პოზირებს - მოდელის ახალი ფოტოები