Digest Logo

„სიფრთხილე გამოიჩინეთ მიმზიდველი შეთავაზებების და ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართ“ - 6-12 აპრილის ასტროლოგიური ტენდენციები

1775456160
ასტროლოგიური ტენდენციები

განვიხილოთ 6-დან 12 აპრილამდე პერიოდის ასტროლოგიური ტენდენციები და ის, თუ როგორ შეიძლება ეს ენერგიები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

კვირის მთავარი თემა იქნება ურთიერთობები.

ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით 2 აპრილის სავსე მთვარის გავლენის ქვეშ, რომელიც სასწორის ნიშანში მოხდა - ვენერას მმართველობის ქვეშ. ვენერა კი გავლენას ახდენს სიყვარულის, ურთიერთობებისა და ფინანსების სფეროზე.

მნიშვნელოვანია, რომ 7 აპრილის შემდეგ ვენერა თავისუფლდება პლუტონის დაძაბული გავლენისგან. წინა კვირის განმავლობაში და სავსე მთვარის პერიოდში ვენერა პლუტონთან დაძაბულ ასპექტში იმყოფებოდა. კვირის დასაწყისშიც ამ გავლენას კვლავ ვიგრძნობთ.

პლუტონი ტრანსფორმაციის პლანეტაა და როდესაც ვენერა მასთან დაძაბულ ასპექტშია, ხშირად აქტიურდება კრიზისული და პრობლემური თემები, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებსა და ფინანსურ სფეროში. ამ საკითხების მოგვარება მარტივი არ არის.

თუმცა, კვირის მეორე ნახევარში ვიგრძნობთ სიმსუბუქეს და შვებას. ურთიერთობებში შესაძლებელია საბოლოო განმუხტვა - ან გადახვალთ ახალ ეტაპზე, იპოვით ბალანსსა და შეთანხმებას, ან გააცნობიერებთ, რომ ბალანსის შენარჩუნება შეუძლებელია.

ეს პერიოდი შეიძლება, ნიშნავდეს საბოლოო გადაწყვეტილებებს ურთიერთობებში, პარტნიორული პროექტების დასრულებას, იურიდიული საკითხების გარკვევას ან, პირიქით, მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას, რომელთაც დიდი ხანია ამზადებდით. ზედაპირზე შეიძლება, ამოტივტივდეს ძველი წყენები, დამოკიდებულებები და შურის განცდა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სავსე მთვარე სასწორში ბალანსისკენ მოგვიწოდებს. თუ ბოლო პერიოდში გრძნობდით, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში - იქნება ეს პირადი თუ საქმიანი - ენერგია არათანაბრად მიედინებოდა, ახლა ჰარმონიის აღდგენის კარგი შესაძლებლობა ჩნდება. ამისთვის აუცილებელია კონფლიქტებსა და ურთიერთობებს მივუდგეთ ემპათიით, ვეცადოთ კომპრომისს და სიტუაციას შევხედოთ პარტნიორის პოზიციიდან.

გულწრფელი საუბარი - როგორც საკუთარ თავთან, ისე ახლობელ ადამიანთან - დაგვეხმარება „ოქროს შუალედის“ პოვნაში.

პარტნიორულ საკითხებთან დაკავშირებული რთული გადაწყვეტილებები უმჯობესია გადავიტანოთ კვირის მეორე ნახევარში, როდესაც ვენერასა და პლუტონს შორის დაძაბული ასპექტი სრულად დაიშლება და ვენერა იუპიტერთან ჰარმონიულ ასპექტს შექმნის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზრდება ჩვენი გადამწყვეტუნარიანობა.

ბევრმა შეიძლება, იგრძნოს ენერგიის ძლიერი მოზღვავება, რადგან 9 აპრილს მარსი ტოვებს თევზების ნიშანს, სადაც თავს შედარებით სუსტად გრძნობდა, და გადადის საკუთარ ნიშანში - ვერძში.

ეს ტრანზიტი აძლიერებს ენერგიას, ინიციატივას და მოქმედების სურვილს. რამდენიმე შედარებით ინერტული კვირის შემდეგ, მარსის ვერძში გადასვლა გვაძლევს თავდაჯერებულობას, სიმამაცესა და მოქმედების იმპულსს.

9 აპრილიდან უფრო მარტივი გახდება ინიციატივის გამოჩენა, საკუთარი უფლებების დაცვა და მიზნებისკენ აქტიური მოძრაობა. მარსთან ერთად ვერძში უკვე იმყოფება მზეც, რაც ამ ენერგიას კიდევ უფრო აძლიერებს და ქმნის ძლიერ იმპულსს, ბრძოლისუნარიანობასა და ლიდერულ სულისკვეთებას.

ამ ფონზე მოთმინების უნარი შესაძლოა, შემცირდეს, ხოლო საკუთარი პოზიციის დაცვა - გაძლიერდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების ტემპერამენტი და გაზრდილი იმპულსურობა.

მარსი ვერძში გადასვლისთანავე უერთდება ნეპტუნს, რომელიც ნიშნის დასაწყისში იმყოფება. ეს ასპექტი გარკვეულ რისკებსაც შეიცავს: ერთი მხრივ, მარსი აძლიერებს მოქმედებისა და წინსვლის ენერგიას, ხოლო მეორე მხრივ, ნეპტუნი ქმნის ილუზიების, დაბნეულობისა და არასწორი ორიენტირების საფრთხეს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიზნები იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გააზრებული, ხოლო მოქმედების გეგმა - დეტალურად გაანალიზებული. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება შეცდომების ალბათობა.

გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ასპექტების დროს ხშირად აქტიურდებიან თაღლითები, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მიმზიდველი შეთავაზებების, სწრაფი წარმატების დაპირებებისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართ. უმჯობესია ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რამდენჯერმე გადაამოწმოთ.
მეორე მხრივ, ეს კომბინაცია შეიძლება ძალიან პროდუქტიულადაც გამოვიყენოთ - ინტუიციის დახმარებით შესაძლებელია სწორი მიმართულების დანახვა, ხოლო მარსის ენერგია მის განხორციელებაში დაგვეხმარება.

რაც შეეხება გლობალურ დონეს, კვირის განმავლობაში კვლავ შენარჩუნდება გარკვეული დაძაბულობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში, რაც მზესა და იუპიტერს შორის არსებული კვადრატის გავლენას უკავშირდება, თუმცა კვირის ბოლოს ეს დაძაბულობა თანდათან შესუსტდება.

ამ ასპექტის გავლენით ლიდერების გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს უფრო ხისტი, ამბიციური და იმპულსური, თუმცა საერთო ფონი კვირის ბოლოსკენ შედარებით სტაბილურდება.

კვირის ბოლოს იგრძნობა ვენერასა და იუპიტერს შორის ჰარმონიული ასპექტის გავლენა, რაც სივრცის ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს - როგორც გლობალურ, ისე პირად დონეზე.

ასევე აქტიურდება დამატებითი მხარდამჭერი ასპექტებიც. მერკურის, იუპიტერისა და პროზერპინას ჰარმონიული კავშირები დაგვეხმარება, რომ ბევრი საკითხი უფრო ნათლად დავინახოთ და უკეთ გავაანალიზოთ. ამიტომ ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგია კომუნიკაციისთვის, სწავლისთვის და ინფორმაციის დამუშავებისთვის.

მარსსა და ურანს შორის ჰარმონიული ასპექტი კი ხელს უწყობს ინოვაციასა და ცვლილებებს. კარგი დროა ჩვეული ჩარჩოებიდან გამოსასვლელად, ახალი გზების მოსასინჯად და ექსპერიმენტებისთვის. თუ გაბედავთ განსხვავებულ ნაბიჯებს, შედეგი შესაძლოა, ძალიან შთამბეჭდავი იყოს.

საბოლოოდ, თუ ამ კვირაში შევინარჩუნებთ ბალანსს, გამოვიყენებთ დიპლომატიას და გავითვალისწინებთ სხვა ადამიანების პოზიციას, პერიოდი შეიძლება, საკმაოდ ჰარმონიულად და ნაყოფიერად წარიმართოს.

მაშ ასე, მეგობრებო, გისურვებთ აქტიურ, შთამბეჭდავ და საოცარ კვირას!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატო არ გიკვირთ? მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო და ისიც შეცვლილი ყოფილიყო...“ - ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

⭕დღეს ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება