
2025 წლის 14 მარტს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე თითოეული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 14 მარტს დაბნელების დერეფანი იწყება და 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება. ამავე პერიოდში, ორი პლანეტა - ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.
სისხლიანი მთვარის შემდეგი 3 დღე გრძელდება - რა გავლენას ახდენს მთვარის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე? - ამის შესახებ „შუადღის“ ეთერში ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს.
ვერძი ♈
ხართ იმპულსურები, სულსწრაფები და ამისთვის არ გყოფნით ენერგია, ამიტომ არ იყოთ ჩქარები, რადგან შეიძლება აღმოჩნდეთ კონფლიქტურ სიტუაციაში კოლეგებთან და უფროსებთან. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან.
კურო ♉
მთავარი პრობლემა არის პირადი ურთიერთობა, დაპირისპირება შვილებთან და ოჯახთან, არ არის გამორიცხული მოხდეს კონფლიქტიც. არ გადაიღალოთ და მოერიდეთ სიმძიმეების ტარებას.
ტყუპები ♊
მთავარი პრობლემა ამ პერიოდში არის სანტექნიკის პრობლემა. არ ინერვიულოთ იყავით მშვიდად. ამ პერიოდში არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები და არ შეხვიდეთ ნათესავებთან კონფლიქტში.
კირჩხიბი ♋
მთავარი პრობლემა არის ინფორმაციის მიღების წყარო, ინფორმაცია რომელსაც მიიღებთ გადაამოწმეთ. თუ ხელშეკრულების დადება მოგიწიათ გადახედეთ ყველა პუნქტს. მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ დებთან, ძმებთან და მეზობლებთან. დაკავდით სუფთა ჰაერით და თუ მწეველი ხართ შეამცირეთ.
ლომი ♌
მთავარი პრობლემა არის ფინანსები, ზედმეტი ხარჯვისგან და კაპიტალ დაბანდებებისგან თავი შეიკავეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ქალწული ♍
მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობასთან მიმართებაში, განსაკუთრებით კი თავის ზონას მიაქციეთ ყურადღება. არ დაიწყოთ ახალი საქმე, მშვიდად გაიარეთ განსაკუთრებით შემდეგი 3 დღე.
სასწორი ♎
მთავარი პრობლემა არის ფარული მტრები და ჭორები. აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, და არ გათქვათ საიდუმლოები. არ მიიღოთ ფსიქოტროპული ნივთიერებები და სასმელი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები. ფეხის ტერფს მიაქციეთ ყურადღება გადაბრუნების საფრთხე მაღალია.
მორიელი ♏
ქრონიკულ დაავადებასთან ერთად უძილობამ შეიძლება იჩინოს თავი, რადგან მოდის დიდი ენერგია. ფეიკების მიღების ალბათობა მაღალია, არავის და არაფერს არ ენდოთ. ასევე არ დაიწყოთ ახალი არაფერი 2-3 დღის განმავლობაში.
მშვილდოსანი ♐
ხართ გაღიზიანებულები, შეიძლება უძილობის პრობლემამ იჩინოს თავი, რამაც შეიძლება კოლეგებთან და უფროსებთან არიოს სიტუაცია, რაც თქვენ კარიერულ წინსვლას მინიმუმ სექტემბრამდე შეაჩერებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან და მოკალით აზარტის სურვილი.
თხის რქა ♑
მგზავრობა მოგზაურობისგან შეიკავეთ თავი, ტრანსპორტი აუცილებლად უნდა იყოს გამართული, ასევე გზაში შეიძლება მოხდეს კონფლიქტი, მგზავრებთან ან მძღოლთან და უმჯობესია მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.
მერწყული ♒
ენას კბილი დააჭირეთ, არ გათქვათ არაფერი რასაც აპირებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შეიძლება ქალურმა დაავადებამ იჩინოს თავი.
თევზებო ♓
არავითარი შიშები, ცუდი აზრები და სასმელი ეს თქვენ გეკრძალებათ, ასევე ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობას, გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შეიძლება თუ არა ორსულობის დროს სექსი? - გინეკოლოგის რჩევები!