Digest Logo

„სიტუაცია იძაბება, ურთიერთგაგება მცირდება, კონფლიქტურობა მატულობს...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1759128305
მიხეილ ცაგარელი

სულ მალე დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავა, რის გამოც საერთო ფონი დამძიმდება, სიტუაციები დაიძაბება, მოიმატებს კონფლიქტები, შემცირდება ურთიერთგაგება. 

ყველაფერთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობის პრობლემებმა. 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროცესებზე საუბრობს და საზოგადოებას სიმშვიდისკენ, დასვენებისა და დათმობისკენ მოუწოდებს: 

„კვირა ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. პირველი ნაწილი კარგია, 2 რიცხვამდე მშვენიერი პერიოდია, ამიტომ იაქტიურეთ. მოლაპარაკება, ხელშეკრულების დადება, მნიშვნელოვანი იდეის რეალიზაცია - 2 ოქტომბრამდე. 

2-ის შემდეგ დედამიწა იწყებს უარყოფით ენერგოველში გადასვლას. ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია იძაბება, ურთიერთგაგება მცირდება, კონფლიქტურობა მატულობს და ზოგიერთ შემთხვევაში თავს იჩენს ჯანმრთელობის პრობლემებიც. 

გვაქვს დღეს, ხვალ, ზეგ და შაბათს გეომაგნიტური დღეები. ვისაც ხანდაზმულები გყავთ ექნებათ დისკომფორტი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წნევას. 

დღეს, პირველ ნახევარში ეცადეთ პარტნიორებს არ ეჩხუბოთ. შესაძლოა, ოთხშაბათს დაშორებით დასრულდეს. მაქსიმალური თავდაჭერა, დიპლომატია, დელიკატურობა გმართებთ ურთიერთობაში.

ხვალ და ზეგ - ვერძებს, კირჩხიბებს, თხის რქებს ყურადღება მართებთ სახსრებზე, მუხლებზე, ხერხემალზე. ძვლოვანი სისტემა სუსტდება, ამიტომ არავითარი მკვეთრი მოძრაობები და სიმძიმის აწევა. 

შაბათ-კვირას - კურო, ლომი, მორიელი და მერწყული დაიწყებენ არაადეკვატურად მოქცევას. იყავით ყურადღებით, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, აზრები და მოქმედებები. ოთხშაბათს თქვენი იდეები, პროექტები გამოიცდება მდგრადობაზე. თუ არასწორია და არამდგრადი, ვერ განხორციელდება. 

რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მათ პროგნოზს:

ვერძი - ენერგიას არ უჩივით, გახდებით უფრო აქტიური, ენერგიული, გონებამახვილი, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ურთიერთობები გაგირთულდებათ, რადგან პარტნიორი გახდება ნერვიული, ან შენ გახდები გაღიზიანებული. ამან შეიძლება, ურთიერთობა დაშალოს, კორექტირება მოგიწევთ გეგმების. კვირის მეორე ნახევარში თავს იჩენს ფინანსური პრობლემებიც. 

კურო - იმუნიტეტი, ჯანი გაკლდებათ, ენერგოტონუსიც დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. კვირის მეორე ნახევარში თავს იჩენს პარტნიორული პრობლემები, რის გამოც ფსიქოემოციური არასტაბილურობა გაგიჩნდებათ. იმატებს თქვენში სიჯიუტე და სიხისტე, რაც იწვევს გაღიზიანებას. თუ რაიმე მნიშვნელოვანია კვირის პირველ ნახევარში მოასწარით. 

ტყუპები - შარმი, კომუნიკაბელურობა, გონებამახვილობა მაღალ დონეზეა, ამიტომ ეს გამოიყენეთ კვირის პირველ ნახევარში. კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. სასიყვარულო კონტაქტების, რომანტიკული ურთიერთობებისთვის კარგი დროა. კვირის მეორე ნახევარში იძაბება ურთიერთობა შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთანაც გაგირთულდებათ ყველაფერი. ფინანსური ხარჯებიც გაგეზრდებათ.

კირჩხიბი - 2 რიცხვამდე პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენეთ, მეორე ნახევარში მეტი თავდაჭერა გმართებთ, რადგან დაძაბულობა თქვენსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებს შორის მოიმატებს. პრეტენზიულობა ორივეს მხრიდან მატულობს, კრიტიკა თქვენი გაძლიერდება. თქვენი იმუნიტეტი, ენერგოტონუსი იკლებს. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით. 

ლომი - აქტიური, ენერგიული, ნამდვილი ლიდერი ხართ, ოღონდ კვირის პირველ ნაწილში. მეორე ნაწილში იგრძნობთ, რომ ჯგუფური მუშაობა აღარ გამოდის, ურთიერთგაგება მცირდება. კვირის მეორე ნაწილი დაუთმეთ ინდივიდუალურ სამუშაოებს. კრიტიკის ქარცეცხლში შეიძლება აღმოჩნდეთ, არამარტო კოლეგების, არამედ ახლობლების მხრიდანაც კი, რაც ურთიერთობებს დაძაბავს. 

ქალწული - პირველი ნახევარი კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, იღბლიანობა გაქვთ, პარტნიორული თანამშრომლობა ეფექტურია. კვირის პირველ ნახევარში შეიძლება, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მეორე ნახევარში მატულობს „ფეიკების“ ალბათობა, ამიტომ ყველანაირი ინფორმაცია გადაამოწმეთ. 

სასწორი - მზე გადის სასწორს, ამიტომ კვირის ფავორიტი ნიშანი ხართ! ენერგია, ჯანი, კრეატიულობა, მიზიდულობა - ყველაფერი მაღალ დონეზეა. კვირის მეორე ნახევარი უფრო გართულდება, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევა. თქვენი თავისუფლება შეიკვეცება ხელმძღვანელების მხრიდან. დაძაბულობა მოიმატებს. 

მორიელი - აი, ვისთვის არის ყველაზე რთული კვირა. რატომ? შედიხართ დაბადების წინა პერიოდი. მნიშვნელოვანი საქმეები ახლა მოაგვარეთ, მეორე ნახევარში ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, ძველი საქმეები დაასრულეთ, მოინახულეთ წმინდა ადგილები კვირის მეორე ნახევარში.

მშვილდოსანი - კვირის პირველი ნახევარი ფანტასტიკურია, არაერთი იდეა, რეფორმა განხორციელდება. კვირის მეორე ნახევარში იძაბება ურთიერთობები, „ფეიკები“ ინტერნეტში მოიმატებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მეგობრებთან. 

თხის რქა - ენერგოტონუსი ეცემა, ნუ გადაიღლებით და ეცადეთ, არ გაცივდეთ. თქვენი საქმე და სიტყვა უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. დაძაბულობა სახლში და სამსახურში, პრეტენზიულობა მაღალი იქნება. ნუ გაჯიუტდებით.

მერწყული - ენერგიულია, კომუნიკაბელურია. კვირის პირველ ნახევარში უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობა იქნება წარმატებული. უცებ კვირის მეორე ნახევარში შეიცვლება ყველაფერი, გაიზრდება ფინანსური ხარჯები, შეცდომების, ცდუნებების ალბათობა მაღალია. 

თევზები - პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ შემოქმედებითი ნიჭისთვის. მოგებიანი, კარგი, დამამშვიდებელი იქნება კვირის პირველი ნაწილი. კვირის მეორე ნაწილში წამოვა კონფლიქტები, კრიტიკა, დაძაბულობა, ამიტომ ინტუიციას დაეყრდენით და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე მშვენიერი წყვილი, ძალიან უხდებით ერთმანეთს“ - ლევან ქარაზანიშვილის ოჯახურ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„მაქაცა უფროსი და უმცროსი“ - ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

„უმჯობესია, არ დავისახოთ რთული ამოცანები, არ დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, არ დავიწყოთ ახალი პროექტები“ - 29 სექტემბრის ასტროპროგნოზი