
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუასა წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილს 2 შვილი გიო და ნინა ჰყავს.
ტელეწამყვანმა ამჯერად სოციალურ ქსელში შვილთან, პატარა გიოსთან ერთად გადაღებული ფოტო გაგვიზიარა:
„მაქაცა უფროსი / უმცროსი“, - წერს ირაკლი მაქაცარია.
ცნობისთვის, ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა.
მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაბადების დღეს გილოცავ ჩემი ცხოვრების სიყვარულო!“ - გიორგი მამარდაშვილი 25 წლის გახდა