
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight ფეისბუკზე 29 სექტემბრის ასტროპროგნოზს გვიზიარებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დღეს 14:00 საათამდე მთვარე უკურსო მდგომარეობაში იქნება, დილა ახალი წამოწყებებისთვის არ გამოდგება, რადგან ისინი ან უშედეგო აღმოჩნდება ან შედეგი იმედს გაგვიცრუებს:
„ორშაბათს, 29 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში მთვარე ჯერ კიდევ მშვილდოსნის ნიშანში იმოძრავებს, რაც ნიშნავს, რომ ენერგიითა და ოპტიმიზმით სავსენი ვიქნებით.
თუმცა, რადგან 14:00 საათამდე მთვარე უკურსო მდგომარეობაში იქნება, დილა ახალი წამოწყებებისთვის არ გამოდგება, რადგან ისინი ან უშედეგო აღმოჩნდება ან შედეგი იმედს გაგვიცრუებს. ამიტომ, დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, არ დავისახოთ რთული ამოცანები, არ დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, არ დავიწყოთ ახალი პროექტები.
ეს დრო იდეალურია მსუბუქი რუტინისთვის, საშინაო საქმეებისთვის, დაწყებული ვალდებულებების დასასრულებლად, მაგრამ არა დიდი, მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დილით დაღლილობის, გაღიზიანების შეგრძნება გაგიჩნდებათ, თითქოს შაბათ-კვირას სათანადოდ ვერ დაისვენეთ. ეს დროებითი ეფექტია და მთავარია, არ დავნებდეთ ამ მდგომარეობას და არ დავიტვირთოთ ზედმეტი სამუშაოთი ან საქმეებით.
14:00 საათის შემდეგ ყველაფერი იცვლება.
მთვარე თხის რქის ნიშანში გადადის და ჩვენ თითქოს მშვილდოსნის კაშკაშა, თავისუფალ მოსასხამს თხის რქის მკაცრი, საქმიანი კოსტიუმით ვცვლით. დღის ენერგიები ხდება მობილიზებული, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული. ემოციები უკანა პლანზე გადაინაცვლებს, ადგილს საღ აზრსა და პრაგმატიზმს დაუთმობს. ეს დრო კარგია საქმიანი გადაადგილებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, დოკუმენტების ხელმოწერისთვის, იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც კონცენტრაციასა და სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. მაგრამ დაძაბულობა შესაძლოა, დღის მეორე ნახევარშიც იგრძნობოდეს, რადგან მთელი ორშაბათის განმავლობაში ჩვენზე გავლენას მოახდენს ორი დაძაბული ასპექტი. პირველი, ეს არის მთვარის კვადრატურა სატურნისა და ნეპტუნის შეერთებასთან. ერთი მხრივ, ამ ასპექტმა შეიძლება მოგვცეს გარკვეული შეზღუდვები და დაბრკოლებები, მეორე მხრივ კი — ქაოსი, გაურკვევლობა და ილუზიები. ამ ასპექტის გავლენით დღეს იზრდება მოტყუების, იმედგაცრუების, შეცდომების რისკი. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქმიანი ინფორმაციის საგულდაგულოდ შემოწმება.
მეორე დაძაბული ასპექტი, რომელიც დღეს ჩვენზე იმოქმედებს, ფორმირებას იწყებს კვადრატურა მზესა და მთვარეს შორის. ამან შეიძლება დაარტყას ჩვენს განწყობასა და ენერგეტიკას. აპათია, საკუთარი თავით უკმაყოფილება, დაწყებულის მიტოვების სურვილი – ასე შეიძლება ვიგრძნოთ მისი გავლენა. მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავნებდეთ.
ჩვენ გვეყოლება ორი მოკავშირე: ჰარმონიული ასპექტი მთვარე/ქირონს შორის და მთვარე/მარსს შორის, რომელიც საღამოს ჩაერთვება. ის შეგვმატებს განზრახვის ძალას, ენერგიას და შემართებას. თუ ძალების დაცემას იგრძნობთ, აქტიური საქმეებით დაკავდით და ენერგიაც მაშინვე აღდგება.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მერვე მთვარის დღის გავლენა, რომელიც 14:27 საათამდე შენარჩუნდება. ამ მთვარის დღის სიმბოლოა ფენიქსი. ეს არის ტრანსფორმაციის, აღდგენის დრო. თითქოს კარია, რომლის გავლითაც ცხოვრების ახალ ხარისხში გადავდივართ.
მერვე მთვარის დღის ენერგიები შესანიშნავია გამწმენდი პრაქტიკებისთვის. თუ იგრძნობთ მოწყენილობას ან ენერგიის ნაკლებობას, აანთეთ სანთელი და გონებრივად მის ალს გადაეცით ყველაფერი, რაც ხელს გიშლით:
წყენა, დაღლილობა, გაურკვევლობა, თქვენი შიშები. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ცეცხლში იშლება და სუფთა სინათლედ იქცევა, რომელიც ძალითა და შთაგონებით გავსებთ.
ცეცხლის სტიქია თანხვედრაშია პლანეტა მარსთან და ჰარმონიულ ასპექტთან მთვარესა და მარსს შორის, რომელიც ლანჩის შემდგომ პერიოდში ჩაირთვება. ცეცხლის სტიქიასთან და მთვარე/მარსის მხარდამჭერ ასპექტთან სინქრონიზაციისთვის, გთავაზობთ გამოიყენოთ განახლების შემდეგი აფირმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია გონებაში ან ხმამაღლა წარმოთქვათ. კიდევ უკეთესია, დაწეროთ ის კომენტარებში, რათა კოლექტიური ენერგიის ნაკადი შეიქმნას.
აფირმაცია: „მე ვუშვებ წარსულს, ვიღებ აწმყოს და ვქმნი ნათელი მომავლის საძირკველს აქ და ახლა“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაბადების დღეს გილოცავ ჩემი ცხოვრების სიყვარულო!“ - გიორგი მამარდაშვილი 25 წლის გახდა