Digest Logo

„სიყვარული ის ძალაა, რომელიც ადამიანს ანათებს - როცა გიყვარს, თავადვე იქცევი სინათლის წყაროდ“ - როგორ ამოვიცნოთ შეყვარებული ადამიანი

1763389678
სიყვარულისიყვარული

შეყვარებული ადამიანი თითქოს ჩუმადაა, მაგრამ ყველაფერს ამბობს მზერით, ჟესტით, უხილავი სითბოთი, რომელიც ყოველდღიურობაზე მეტად მეტყველებს.

როგორ მივხვდეთ, სად მთავრდება ჩვეულებრივი სიმპათია და საიდან იწყება გრძნობა, რომელიც ადამიანს მთლიანად ცვლის? - აღნიშნულ თემაზე წიგნის „გონების კოდი“ ავტორი ზაზა ჯაიანი საუბრობს. 

მისი თქმით, როცა ადამიანი შეყვარებულია, მასში შიდა სინათლე იღვიძებს ისეთი, რომელიც თვალითაც ჩანს და ენერგიითაც იგრძნობა:

„როგორ ასხივებს ადამიანი, როცა შეყვარებულია:

როცა ადამიანი შეყვარებულია, მასში შიდა სინათლე იღვიძებს ისეთი, რომელიც თვალითაც ჩანს და ენერგიითაც იგრძნობა.

1. თვალები ბრწყინავს - სიყვარული თვალებს ანათებს. ისინი უფრო ცოცხალი, თბილი და იმედით სავსე ხდება.

2. სხეული მსუბუქდება - დაძაბულობა ქრება, მოძრაობა ბუნებრივი და თავისუფალი ხდება, თითქოს ადამიანი ჰაერში დადის.

3. ხმა რბილდება - სიყვარული მატებს სითბოს; ადამიანი სხვანაირად ლაპარაკობს, მშვიდად და ემოციურად.

4. დადებითი ენერგია იფრქვევა - შეყვარებული ადამიანიდან ბედნიერება გამოდის. მისი ყოფნა სხვებსაც აბედნიერებს.

5. ჩნდება შინაგანი სიმშვიდე - სიყვარული ქმნის უსაფრთხოების განცდას. და სიმშვიდე სხეულიდან გამოიფრქვევა.

6. ბუნებრივი სილამაზე იღვიძებს - არ აქვს მნიშვნელობა გარეგნობას, სიყვარული ადამიანს უბრალოდ ასხივოსნებს და ამშვენებს.

სიყვარული ის ძალაა, რომელიც ადამიანს ანათებს. როცა გიყვარს, თავადვე იქცევი სინათლის წყაროდ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფუნდამენტი უნდა ჩავუყაროთ ყველაფერს მნიშვნელოვანს... ნუმეროლოგიურად, 2026 ახალი ციკლის დასაწყისია“ - ქეთი ოდიშელი ცეცხლოვანი ცხენის წელზე

„წელიწადში მხოლოდ ორი დღეა, როდესაც არაფრის შეცვალა არ შეგიძლია: გუშინ და ხვალ!“ - როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? ფსიქოთერაპევტის რეკომენდაცია

🎥 მიხეილ ცაგარელი: „მოიმატებს სიკვდილიანობა, ექიმები ვერ ადგენენ მიზეზს, დედამიწის ენერგეტიკა იცვლება“