Digest Logo

როგორი დედამთილია სოფი ლორენი? - „ამ შეკითხვას ადრეც ვუპასუხე და გეტყვით, რომ...“

1758830943
სოფი ლორენის

ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოტა ხნის წინ ქართველ მარიამ შარმანაშვილზე ოფიციალურად დაქორწინდა. 

მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერების მიერ დასმულ შეკითხვებს ხშირად პასუხობს.

ერთ-ერთმა გამომწერმა მას ჰკითხა, როგორი დედამთილია სოფი ლორენი. 

აი, რა პასუხი გასცა მარიამმა:

„ამ შეკითხვას ადრეც ვუპასუხე და გეტყვით, რომ არის ძალიან უშუალო, მოსიყვარულე და თბილი ადამიანი. 

ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი ადამიანი გახდა ჩემი ოჯახის წევრი, უფრო სწორად მე გავხდი ასეთი ადამიანის ოჯახის წევრი“, - ამბობს მარიამ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე ამა წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.

აღსანიშნავია, რომ სიძე ქართულ ჩოხაში გამოეწყო.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვობიდან მქონდა სიზმრები, შფოთვები, ვხედავდი რაღაცებს და ვიღაცებს... ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი და ნევროზს აბრალებდნენ“ - როგორ გახდა მარიამ ციმინტია ექსტრასენსი

🎥 „სწავლა არ მიყვარდა, გამოცდაზე რომ შევედი არაფერი ვიცოდი, დირექტორმა მითხრა ერთი გვიმღერეო...“ - რას იხსენებს ირინა ბაირამაშვილი

🎥 „ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ცნობილი ადამიანი, დედისერთა ვარ, მინდოდა ყველას გაოცება, სტანდარტული არაფერი უნდა მქონოდა“ - მარიკა მოდებაძის გზა მათემატიკიდან დიზაინერობამდე