
ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით კარგადაა ცნობილი.
იგი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობის სურვილები გაიხსენა და მოჰყვა რა გზა გაიარა ექსტრასენსობამდე:
„ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ახლაც ცელქი ვარ, არ გავზრდილვარ.
მინდოდა ვყოფილიყავი მხატვარი, ჩემი ჭკუით სულ ვესაუბრებოდი ინოპლანეტელებს ვესაუბრებოდი. დედაჩემს ვეუბნებოდი, მინდა მხატვარი ვიყო და ნახატები იქით გავაგზავნო -მეთქი. მამაჩემს ასტრონომია უყვარდა, მიყვებოდა ვარსკვლავებზე, რითაც აღტაცებული ვიყავი.
გავიდა პერიოდი და ვიფიქრე, უნდა მემღერა. მახსოვს, ხმა საერთოდ არ მქონდა, დამცინოდნენ.
ბავშვობიდან მქონდა სიზმრები, შფოთვები, ვხედავდი რაღაცებს და ვიღაცებს. ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი და ნევროზს აბრალებდნენ.
დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ვმუშაობდი გრაფიკოს-დიზაინერად.
შემდეგ დავამთავრე კლინიკური ფსიქოლოგია. ყოველთვის მიზიდავდა მისტიკა, მქონდა ინტუიცია“, - ამბობს მარიამ ციმინტია.
ასევე დაგაინტერესებთ: