ასტროლოგი, ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა სოციალურ ქსელში განმარტავს უცნაურ სიზმრებს, რომელიც ენერგეტიკაზე ზემოქმედებას მიანიშნებს.
„სიზმრები, როგორც ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა თქვენს ენერგეტიკაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ (ან არის მცდელობა, რომ დაგაზიანონ მაგიურად).
1. ხშირად გესიზმრებათ, რომ ვიღაც ადევნებულია თქვენ გაურბიხართ, მაგრამ რეალურად მას ვერ ხედავთ.
2. გესიზმრებათ, რომ გაცვიათ ჩამოხეული და ჩამოძენძილი ტანსაცმელი, დახეული ფეხსაცმელი.
3. როდესაც გკბენთ მორიელი ან ბზიკები ან განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ბუზების დასევას სიზმარში.
4. როდესაც გაურკვეველი არსება, ქვეწარმავალი, პარაზიტი ან მწერი ცდილობს ან ჩაგიძვრეთ პირში ან გიძვრებათ პირში.
5. ჭუჭყიანი წყალი, ჭაობი.
6. გესიზმრებათ თქვენი სახლი, რომელსაც ცეცხლი უკიდია, ან ძვრება კარები, ჩამტვრეული ფანჯრები, სახლში ვირთხები, ნაგავი, ქვეწარმავლები (ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არსებები).
7. და ბოლოს… თმების ცვენა“, - წერს ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა, რომელსაც სოციალურ ქსელში ცნობილი გვერდი აქვს სახელწოდებით „მზის ადამიანი“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: