Digest Logo

„შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას“ - ინტრავენური კვების ე.წ. გადასხმის ეფექტურობა და რისკები

1726063404
ზაზა თელია

IV nutrition, ანუ ინტრავენური კვება, როგორც ინტერვენცია გამოიყენება ჯანმრთელობის სერიოზული კლინიკური მდგომარეობების დროს, როგორებიცაა - ანემია, მიკროელემენტების დეფიციტის სიმპტომების დროს, ან რთული და მძიმე დეჰიდრატაციული მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც პერორალურად სითხეების მიღება ვერ ხერხდება, თუმცა როგორც დერმატო-ვენეროლოგის ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს, სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ IV კვება ეფექტურია - დაღლილობის, იმუნური სისტემის გაუმჯობესების, აღდგენის თუ „პერფორმანსის“ გაუმჯობესების მიზნით დღეისათვის არ არსებობს.

„ინტრავენური კვება (Intravenous Nutrition - IV) - ეფექტურობა და რისკები:

მოსახლეობაში ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა "ინტრავენური კვება" ე.წ ვენაში გადასხმა რა დროსაც გამოიყენება სხვადასხვა პოლივიტამინებით, მინერალებით, მიკროელემენტებით მდიდარი ხსნარები, რომლებიც პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში ხვდება, იმის მიუხედავად რომ დღეისათვის მათი სარგებლის და უსაფრთხოების სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

ასევე ბოლო პერიოდია სპორტსმენებში და გუნდებში ხშირია IV კვების გამოყენება პრაქტიკულად ყოველკვირეულად, როგორც პრე- და პოსტ-თამაშის რუტინა.

ე.წ “drip bars” და სხვა IV კვების სერვისები მრავლადაა ინტერნეტში, ისინი ირწმუნებიან (claims) რომ შეუძლიათ: იმუნიტეტის, ჯანმრთელობის და "პერფორმანსის" ბუსტირება, ჰიდრატაციის ხელშეწყობა, აღდგენის დაჩქარება.
 ამ ყველაფრისთვის კი იყენებენ:

B ჯგუფის ვიტამინებს, ამინო მჟავებს, გლუთათიონს, C ვიტამინს და ელექტროლიტებს - რასაც პოტენციურად აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინების და ელექტროლიტების ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატების პოტენციური შედეგი (მაგალითად ჰიპერვიტამინოზი).

ტრადიციულად IV nutrition როგორც ინტერვენცია გამოიყენება ჯანმრთელობის სერიოზული კლინიკური მდგომარეობების დროს, როგორებიცაა - ანემია, მიკროელემენტების დეფიციტის სიმპტომების დროს, ან რთული და მძიმე დეჰიდრატაციული მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც პერორალურად სითხეების მიღება ვერ ხერხდება.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ IV კვება ეფექტურია - დაღლილობის, იმუნური სისტემის გაუმჯობესების, აღდგენის თუ პერფორმანსის გაუმჯობესების მიზნით დღეისათვის არ არსებობს.

რა რისკები არსებობს??

1. IV კვებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას
კერძოდ:

ღვიძლ-ნაწლავის ინტეგრაციული კავშირის (gut-liver axis) გვერდის ავლით შეუძლებელი ხდება ღვიძლის მიერ ტოქსინების მოშორება რითაც ისინი პოტენციურად ხვდებიან პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში, ასევე ნაწლავის მიკრობიომის (gut microbiota) მოქმედების მექანიზმი პოტენციურად ირღვევა - მისი გამართული მუშაობა კრიტიკულ როლს თამაშობს ორგანიზმში მრავალი დაავადებების განვითარების პრევენციის კუთხით, მათ შორის სხვადასხვა იმუნური დაავადებების განვითარების.

2. IV კვებით მატულობს ინექციის ადგილზე ინფექციის განვითარების, ასევე სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი.

3. B6 ვიტამინის ძალიან მაღალი დონე ორგანიზმში ასოცირებულია პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებასთან.

4. ადამიანები რომლებიც რეგულარულად იტარებენ ინტრავენურად რკინის გადასხმას ეზრდებათ ღვიძლის დაზიანება რისკი.

5. ასევე უცნობია B ვიტამინების და სხვა მიკროელემენტების სუპრათერაპიული დოზების გრძელვადიანი (long-term) ეფექტი ორგანიზმზე“, - წერს ზაზა თელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარგი იქნება თუ სახლის შემოსასვლელში დადგამთ ლარნაკს და 3-4 ცალ ბამბუკს მოათავსებთ მასში“ - როგორია სექტემბერი ფენშუის მიხედვით

„გოლის გამტანი შვიდი ფეხბურთელი დიდი ფუფუნებაა, ერთს გააჩერებენ?! - მეორე გაიტანს... ლიგაში ყველაზე მეტი ქულა გვაქვს“ - რას წერს ცნობილი კომენტატორი გიგა გვენცაძე

🎥 „გემი ჩემი შვილია... სიზმარშიც კი ხშირად ვარ აქ, მეძახის, მოდი ჩემთანო“ - გაიცანით, 85 წლის კაპიტანი, რომელმაც პროფესიას ცხოვრების 40 წელი დაუთმო