Digest Logo

„თანაგრძნობაც არ ნიშნავს სხვისი ტკივილის ტარებას, დახმარება არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას“ - თეო ხაბულიანი ჯანსაღ საზღვრებზე

1773854897
თეო ხაბულიანი

პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც  ჯანსაღ საზღვრებზე წერს. 

მისი თქმით, საზღვრების აღდგენა იწყება ნებართვით, რომ ადამიანს აქვს  უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის, დაიცვას მისი სივრცე და ამისთვის არ იგრძნოს დანაშაული.

„დღეს ვისაუბრებ ჯანსაღ საზღვრებზე, რისი ბრალია თქვენი ენერგიის დაკარგვა როგორ აძლევთ მას ნებით სხვებს, როგორ გავიგოთ გვაქვს თუარა დაუცველი საზღვრები და რა შევცვალოთ ამის აღსადგენად. თავიდან ავხსნი ზოგადად საზღვრების მნიშვნელობას და ბოლოს ქვეცნობიერის დღიურს გიწერთ ამ თემაზე რაც დაგეხმარებათ დაადგინოთ დარღვეულია თუარა თქვენი საზღვრები.

როცა ადამიანს არ აქვს ჯანსაღი საზღვრები, ის კარგავს თავის ენერგეტიკულ ცენტრს, შემდეგ ეს გავლენას ახდენს სხეულზე, ფსიქიკაზე და ენერგიაზე.

საზღვრები ნიშნავს შინაგან სივრცეს, რომელიც გამოყოფს შენს ენერგიას, გრძნობებს, აზრებსა და სურვილებს სხვებისგან. ეს არის „არა“-ს თქმის უნარი, საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვა (არა ეგოისტურად) და პასუხისმგებლობის სწორად განაწილება. ეს არის საკუთარი სულიერი სივრცის პატივისცემა. ასევე არის აურის, ენერგო ველის დაცვა.
აი მაგალითად საზღვრები გერღვევა მაშინ,როდესაც „ხათრით” აკეთებ რამეს, რაც არ გინდა, როცა გეშინია, ვინმეს არ აწყენინო.

როცა იღებ პასუხისმგებლობას სხვის ცხოვრებაზე,როცა სხვები გმართავენ დანაშაულის ან ვალის( ვალდებულების) განცდით. როცა ვერ ამბობ „არა”.როცა საკუთარ ემოციებს თრგუნავ ზუსტად მაშინ შენს საზღვრებს ანგრევ.

როცა საზღვრები არ გაქვს ქვეცნობიერად გაქვს მიტოვების და უარყოფის შიში, ამიტომ ცდილობ ყველას მოეწონო, მაგ დროს იშლება შენი „მე“-ს ცენტრი და ჩნდება დამოკიდებულება სხვა ადამიანებზე და იწყება თვითდაკარგვა.

ენერგია, რომელიც უნდა იკვებებოდეს შენი ცენტრიდან, მიედინება სხვებისკენ და ხდება ენერგეტიკული გაჟონვა.
ენერგია გაედინება გულიან და მზის წნულის ცენტრიდან,სხვისი ენერგია მარტივად შემოდის და მოქმედებს შენზე,ჩნდება დაღლილობა, შინაგანი სიცარიელე, მერყეობა, ემოციური გადაღლა. ხშირად ასეთი ადამიანი გრძნობს, თითქოს „ცარიელია”, „ძალა აღარ აქვს”, ან „სხვა მართავს”. განიცდი გადაღლას, აგრესიას ან შიშს, მაგრამ ამას ვერ აფიქსირებ,საკუთარ ემოციებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებ და ადანაშაულებ სხვებს, ვერ გრძნობ რა გინდა სინამდვილეში და იქმნება შიდა კონფლიქტი. საზღვარი უდრის ბალანსს.

მაგალითად მეგობარი გთხოვს რამეს და არ გინდა ეს, მაგრამ უარი ვერ თქვი ამ დროს ენერგეტიკულად შენ უარყოფ საკუთარ ნებას და აძლევ სხვას მართვის უფლებას. შედეგი არის გაღიზიანება, სევდა, დაღლილობა, გულის ფიზიკური ტკივილიც კი. სხეულიც კი გველაპარაკება.

კანი - როცა შენი სივრცე ირღვევა
კუჭი - როცა საკუთარ ნებას თრგუნავ
გული - როცა საკუთარ თავს თმობ სიყვარულის სახელით
ყელი - როცა ვერ ამბობ იმას, რაც შენშია.
ის ყოველთვის გეუბნება სად დაკარგე თავი.
მაგრამ მთავარი ადგილი, სადაც საზღვრები ირღვევა არის ქვეცნობიერი.

იქ, სადაც შენ გჯერა, რომ: თუ უარს ვიტყვი მიგატოვებენ, თუ საკუთარ თავს ავირჩევ არ ეყვარები, თუ არ დაეხმარები მაშინ როდესაც მანიპილირებენ შენზე, ცუდი ადამიანი ხარ და სწორედ ეს რწმენები აძლევს უფლებას სხვებს, შენში შემოვიდნენ შენი ნებართვის გარეშე.

საზღვრების აღდგენა იწყება ნებართვით, რომ მე მაქვს უფლება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, მე მაქვს უფლება არ მოვეწონო ყველას, მე მაქვს უფლება დავიცვა ჩემი სივრცე და ამისთვის არ ვიგრძნო დანაშაული
ეს არის ის მომენტი, როცა შენ იწყებ დაბრუნებას საკუთარ თავში.

„არა“ ამ პროცესში არ არის უარყოფა. ეს არის თვითპატივისცემის ფორმა. ყოველი „არა“, რომელიც მოდის სიმშვიდიდან აბრუნებს შენს ენერგიას. და ყოველი „კი“, რომელიც მოდის შიშიდან განგრევს.

საზღვრები არ ნიშნავს გამიჯვნას სიყვარულისგან. საზღვრები ნიშნავს სიყვარულის სისუფთავეს.
რადგან იქ, სადაც შენ საკუთარ თავს კარგავ ეს უკვე სიყვარული აღარ არის, ეს არის დამოკიდებულება.
თანაგრძნობაც არ ნიშნავს სხვისი ტკივილის ტარებას. დახმარება არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას.

შენ შეგიძლია იყო სინათლე სხვისთვის, მაგრამ არ გახდე მისი სიბნელის მატარებელი.
როცა შენ იწყებ შენი საზღვრების დაცვას,პირველი რეაქცია სამყაროდან ხშირად არის წინააღმდეგობა.

რადგან ისინი, ვინც მიჩვეული იყვნენ შენს უსაზღვრობას ვერ ეგუებიან შენს სიმყარეს.
მაგრამ ეს არის სწორი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ შენ ბრუნდები... და როცა შენ ერთხელ მაინც რეალურად აირჩევ საკუთარ თავს არა სიტყვებით, არამედ ქცევით იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა.

შენ ამჩნევ, რომ შიში, რომელიც გეუბნებოდა „თუ საკუთარ თავს ავირჩევ, დავკარგავ სხვებსო“
იყო ილუზია. რადგან სინამდვილეში, შენ კარგავ მხოლოდ იმას, რაც შენს დაკარგვაზე იყო აგებული.

საზღვრების აღდგენა ნიშნავს ურთიერთობების გარდაქმნას.
ზოგი ადამიანი წავა. ზოგი გაგიბრაზდება. ზოგი დაგადანაშაულებს. მაგრამ ეს არ არის დაკარგვა ეს არის გასუფთავება. რადგან შენ აღარ ერგები იმ ვიბრაციას, სადაც შენი „არა“ არ არსებობდა.

თუ შენ არ ღალატობ საკუთარ თავს არავინ დაგარღვევს. ყველაფერი იწყება შენში. თავიდან შეიძლება გაგიჩნდეს დანაშაულის გრძნობა ეჭვი საკუთარ თავში შიში, რომ ზედმეტად „ცივი“ გახდი მაგრამ ეს არ არის შენი ჭეშმარიტი ხმა ეს არის ძველი პროგრამის ხმაური, რომელიც იშლება. და თუ ამ მომენტში არ დაბრუნდები უკან იქ იწყება ნამდვილი თავისუფლება როცა შენ აღარ კარგავ საკუთარ თავს შენი ენერგია აღარ იფანტება.

ის გროვდება, მყარდება, გაძლიერებს. შენ აღარ ხარ ცარიელი შენ ხარ სავსე. და ამ სავსეობიდან მოდის
სიმშვიდე სტაბილურობა სიწმინდე და შინაგანი ძალა, რომელიც არ ირღვევა სხვისი ქცევით.

შენ არ ხარ შექმნილი იმისთვის, რომ სხვებში დაიკარგო. შენ ხარ შექმნილი იმისთვის, რომ საკუთარ თავში დაბრუნდე. საზღვრების დაცვა ნიშნავს, რომ შენ აღარ გარბიხარ საკუთარი შეგრძნებებისგან. თუ გტკივა აღიარებ.
თუ არ გინდა ამბობ. შენ აღარ ამცირებ საკუთარ თავს იმისთვის, რომ სხვისი სივრცეს მოერგო.

შენ აღარ იკუმშები, რომ სხვას მოერგოს შენი ფორმა. შენ უბრალოდ ხარ და ეს „ყოფნა“ საკმარისია.
და სწორედ ამ დროს იცვლება შენი ენერგეტიკული ველი. დახურვა მოდის შიშიდან. საზღვრები მოდის ცნობიერებიდან  დახურული ადამიანი კეტავს გულს. საზღვრებიანი ადამიანი კი გულს ღიას ტოვებს,
მაგრამ საკუთარ თავს აღარ კარგავს მასში. ეს არის სიყვარულის უმაღლესი ბალანსი. და ერთ დღეს შენ შეამჩნევ რომ აღარ გჭირდება თავის დაცვა ისე, როგორც ადრე. რადგან იქ, სადაც შენ მთლიანი ხარ საკუთარ თავში,არ არსებობს ადგილი, საიდანაც შეიძლება დაგაზიანონ. და თუ ვინმე წავა შენ აღარ ინგრევი რადგან
შენ შენში ხარ.

ბევრ ადამიანს ქვეცნობიერად ეს ნებართვა არ აქვს რადგან ბავშვობაში ასწავლეს, რომ სიყვარული ნიშნავს მორჩილებას ან სხვისი სურვილების შესრულებას.შენ უნდა გააცნობიერო რომ სიყვარული არ უდრის მსხვერპლობას. სიყვარული იწყება იქიდან, სადაც შენ პატივს სცემ საკუთარ ენერგიას. გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი  სხვისი უკმაყოფილება არ არის შენი დანაშაული

ეს ქვეცნობიერი დღიური დაგეხმარება მიხვდე დარღვეული გაქვს თუ არა საზღვრები
1.ვგრძნობ თუ არა, რომ მაქვს უფლება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ?
2.რამდენად ხშირად ვთრგუნავ ჩემს ემოციებს იმისთვის, რომ სხვებს არ ეწყინოთ?
3.როცა ვამბობ “კი”, ნამდვილად მაქვს სურვილი, თუ უბრალოდ მეშინია უარის თქმის?
4.როგორ ვგრძნობ თავს მაშინ, როცა ვინმე რაღაცას მთხოვს და მე არ მინდა?
5.ვის ვაძლევ ჩემზე მეტ უფლებას, ვიდრე მე საკუთარ თავზე მაქვს?
6.რომელი ადამიანები მაკარგვინებენ ენერგიას და რატომ ვერ ვაჩერებ მათთან ურთიერთობას?
7.ვგრძნობ თუ არაზოგჯერ რომ ჩემი ენერგია “მოიპარეს”?
8.ვგრძნობ თუ არა ზოგჯერ, რომ სხვების განწყობა ჩემზე მოქმედებს ისე, თითქოს ჩემი იყოს?
9.თუ მარტო ვარ, მშვიდად ვარ თუ შინაგანი სიცარიელე მტკენს?
10.მჭირდება თუ არა მუდმივად სხვისი თანხმობა( დადასტურება) რაიმეზე, რომ მშვიდად ვიყო?
11.როგორ ვგრძნობ თავს, როცა ვინმე ჩემზე ბრაზობს მინდა გამართლება თუ შემიძლია მშვიდად ვიყო?
12.რა მემართება, როცა სხვები არ არიან ჩემით კმაყოფილნი?
13.ვგრძნობ თუ არა, რომ ჩემი მნიშვნელობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად “კარგად ვიქცევი”?
14.ვისთან მაქვს ის შიში, რომ თუ არ დავუჯერებ მას დამტოვებს მიმატოვებს?
15.ბავშვობაში ვის ვეკუთვნოდი ისე, რომ საკუთარი სივრცე არ მქონდა?( ოჯახის წევრი მეგობარი ან ვინმე თუ იყო ასეთი ვისაც სრულად ემორჩილებოდი )
16ვის სურვილებს ვასრულებდი იმისთვის, რომ შევყვარებოდი ბავშვობიდამ დღემდე?
17. საკუთარი იდენტობის დათმობა სხვისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად გქონია?
18.მჯერა თუ არა, რომ სიყვარული შეიძლება იყოს თავისუფალი და არ მოითხოვდეს მსხვერპლს?
19.რისი მეშინია უფრო მარტოობის თუ საკუთარი სიმართლის თქმის?
20.რა იქნება, თუ ერთხელ მაინც დავაყენებ საკუთარ გრძნობებს პირველ ადგილზე?
21.ვგრძნობ თუ არა, რომ სხვების ენერგია უფრო ძლიერია ჩემზე?
22.ვისგან უნდა დავიბრუნო ჩემი ძალა, რომელიც წლების წინ მივეცი?
23.როგორ გამოვხატავ სიყვარულს ისე, რომ არ დავკარგო საკუთარი თავი?
24.თუ დღეს ყველასთვის ყველაფერი გავაკეთებ მაგრამ საკუთარ თავს არ მოვუსმენ ვინ დარჩება ჩემს ადგილას?
25. რა მიშლის ხელს იმაში რომ ვთქვა უარი იმაზე რაც არ მინდა რომ ვაკეთო საკუთარი თავი თუ სხვა?
26.ვიცი თუ არა, ვინ ვარ და რა მინდა რეალურად?
27.როგორ ვგრძნობ თავს როცა სხვები არ ეთანხმებიან ჩემს აზრს ვბრაზდები, ვიკეტები თუ მშვიდად ვარ?
28.მაქვს თუ არა საკუთარი აზრი იმ შემთხვევაშიც, როცა სხვები არ ეთანხმებიან მას?
29.როცა ვინმე მაკრიტიკებს, ეგრევე ვეჭვობ საკუთარ თავზე?
30.რამდენად ხშირად ვცვლი საკუთარ ქცევას, რომ სხვებს მოვეწონო?
31.როცა ვამბობ “არა”, მტანჯავს თუ არა დანაშაულის განცდა?
32.ვცდილობ თუ არა მუდმივად სხვების გრძნობების დაცვას ჩემი ხარჯზე?
33.როცა ვხედავ, რომ ვიღაც გაბრაზებულია, ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას მის განწყობაზე?
34.ვცდილობ თუ არა დავეხმარო ადამიანებს მაშინაც კი, როცა ისინი არ მთხოვენ და გადამდის თუ არა ეს ძალდატანებაში?
35.რამდენად ხშირად ვიტყუები საკუთარ თავთან მხოლოდ რომ სხვასთან კონფლიქტი არ შეიქმნას?
36.ვგრძნობ თუ არა, რომ ჩემი ემოციების გამოხატვა საფრთხეს შეიცავს?
37.ვიცი თუ არა, სად მთავრდება ჩემი პასუხისმგებლობა და იწყება სხვისი?
38.ხშირად ვგრძნობ თუ არა, რომ მე უნდა მოვაგვარო ყველა პრობლემა?
39.მაქვს თუ არა შიში, რომ თუ არ დავეხმარე, მიმატოვებენ ან გამიბრაზდებიან?
40.როცა ვიღაც ვერ ახერხებს რაღაცას, ვგრძნობ თუ არა დანაშაულს, რომ “მე უნდა გამეკეთებინა”?
41.მაქვს თუ არა უფლება, მარტო ყოფნა მოვისურვო, ზედმეტი ახსნის გარეშე?
42.შემიძლია თუ არა ვინმეს ვუთხრა, რომ არ მინდა ახლოს მოსვლა ან ფიზიკური კონტაქტი?
43.როცა დაღლილი ვარ, მაინც ვაგრძელებ სხვების დახმარებას?
44.ვგრძნობ თუ არა ჩემს სხეულში დაძაბულობას, როცა ვინმე ჩემს საზღვრებს არღვევს?
45.ვეყრდნობი თუ არა სხვების შეფასებას, რომ საკუთარი თავი ვიგრძნო?
46.მეშინია თუ არა გამოვთქვა ის რასაც სინამდვილეში ვგრძნობ და ვხედავ?
47.როგორ ვგრძნობ თავს, როცა ვინმე არ მპასუხობს მშვიდად ვარ თუ პანიკაში ვვარდები?
48.ვგრძნობ თუ არა, რომ ვიღაცის გარეშე “ცარიელი” ვარ?
49.მეშინია თუ არა დაკარგვის იმდენად, რომ ვაკეთებ იმასაც, რაც არ მინდა?
50.როდის გავწირე საკუთარი სიმშვიდე იმისთვის, რომ სხვა დარჩენილიყო კმაყოფილი?

თუ ამ კითხვებზე უმეტესად პასუხობ დიახს, ეს ნიშნავს, რომ შენი საზღვრები რბილია ან ზოგიერთ სფეროში გარღვეულია განსაკუთრებით ემოციურ და ენერგეტიკულ დონეზე. როგორ უნდა დავიცვათ საზღვრები ამის პასუხები კითხვებშივეა. ისწავლე განსხვავება თანაგრძნობასა და ზღვარს გასულ ჩარევას შორის“, - წერს თეო ხაბულიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕„ჯეოსტარს“ ფაქტობრივად ვტოვებდი, მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა...“ - ოთო ნემსაძე ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს

⭕„12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა, ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

⭕„სული, რომლის გადარჩენა მას ჩავაბარეთ, უპატრონოდ დაგვჩა… ახლა ვინ ილოცებს ჩვენთვის, ვის შესწევს ძალა უანგაროდ იღვაწოს ასე?“ - თიკო ჩხეიძე