Digest Logo

„თანამედროვე სამყაროში განათლება ფასობს - უნივერსიტეტები, დიპლომები, ხარისხები, მაგრამ გვავიწყდება მთავარი - განათლება ცოდნას აძლევს ადამიანს, აღზრდა კი მიმართულებას“ - ზაზა ჯაიანი

1761410152
ეზოტერიკა, ასტროლოგია

წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში განათლებასთან დაკავშირებულ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, განათლება გვასწავლის როგორ ვიმუშაოთ გონებით, ხოლო აღზრდა გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ გულით, ზრდილობა - ეს არ არის მხოლოდ ეტიკეტი ან ფორმალობა:

„თანამედროვე სამყაროში განათლება ფასობს - უნივერსიტეტები, დიპლომები, ხარისხები… მაგრამ ხშირად გვავიწყდება მთავარი - განათლება ცოდნას აძლევს ადამიანს, აღზრდა კი მიმართულებას.

შეგიძლია იყო შესანიშნავი სპეციალისტი, მაგრამ თუ ელემენტარული ზრდილობა, პატივისცემა და ემპათია არ გაქვს, შენს ცოდნას სიღრმე არ ექნება.

განათლება გვასწავლის როგორ ვიმუშაოთ გონებით, ხოლო აღზრდა გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ გულით.
ზრდილობა - ეს არ არის მხოლოდ ეტიკეტი ან ფორმალობა.

ეს არის შინაგანი კულტურა, უნარი მოსმენის, დათმობისა და სხვისი საზღვრების პატივისცემის.

სწორედ ეს თვისებები ქმნიან ნამდვილი ინტელექტუალის არსს.

შესაძლოა ვერასდროს მიიღო უმაღლესი ხარისხი, მაგრამ თუ გაქვს საშუალო აღზრდა და ელემენტარული ზრდილობა, შენ უკვე იმაზე უფრო განათლებული ხარ, ვიდრე ბევრს ჰგონია“, - წერს ზაზა ჯაიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი მზის სხივი“ - ჯორჯინა უზკატეგუი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

„იცოდეთ, რომ თქვენი სიყვარული და სითბო ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!“ - რას წერს ნინი ქარსელაძე

„დაგეხმარება შეინარჩუნო აურის სისუფთავე და ემოციური ჰარმონია ყოველდღიურობაში, სტრესის და დატვირთვის დროსაც კი“ - ეზოტერიკოსი ენერგეტიკულ პრაქტიკებზე