Digest Logo

🎥 „ტექნიკა ჭედავს, კომუნიკაციაში გაუგებრობები ჩნდება, არ არის კარგი ტექნიკის შეძენა“ - რას მოგვიტანს 23 ივლისამდე მერკურის რეტროგრადულობა: მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

1783065250
 მარიამ შუკაკიძე

მერკურიმ რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო — ასტროლოგების შეფასებით, ეს პერიოდი კომუნიკაციის, ტექნოლოგიებისა და მოგზაურობის სფეროებში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

რა გავლენას უკავშირებენ ამ მოვლენას, რამდენ ხანს გაგრძელდება რეტროგრადული ფაზა და რას ურჩევენ სპეციალისტები მათ, ვინც ასტროლოგიურ პროგნოზებს ითვალისწინებს — აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე საუბრობს:

„23 ივლისის ჩათვლით გვაქვს მერკურის რეტროგრადული სვლა. მერკური არის კავშირი კომუნიკაციებთან, გაყიდვებთან, ინფორმაციასთან. როდესაც რეტროგრადული პერიოდი დგება მერკურის, ტექნიკა ჭედავს, კომუნიკაციაში გაუგებრობები ჩნდება. არ არის კარგი ტექნიკის შეძენა, შეიძლება - არ იყოს გამართული ასეთი ნივთი.

ამბობენ, რომ ამ პერიოდში ბრუნდებიან ყოფილები. სასიყვარულო ურთიერთობებთან ძირითადად ვენერას რეტროგრადულობა გვხვდება ხოლმე. ზოგიერთ შემთხვევაში მერკურის რეტროგრადიც არის ხოლმე. თუმცა არ არის საუბარი მხოლოდ ყოფილებზე, კი, ხალხი ბრუნდება წარსულიდან.

ეს პერიოდი მითხოვს კარმულ დამუშავებას. თუ ასეთი ადამიანი დაბრუნდა თქვენს ცხოვრებაში ესე იგი კარმა ბოლომდე არ არის დახურული. შეიძლება იმისთვისაც იყოს, რომ თქვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს. წყენა იყო და უნდა ისაუბროთ. ეს არის ძველი სიტუაციებს გამოსწორებისთვის იდეალური პერიოდი“, - აღნიშნა მარიამ შუკაკიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „როგორ მიყვარს ეს გოგოები“ - ნინა ცქიტიშვილის ოჯახური კადრები

⭕ „სიმდაბლე ის არის, რომ ხედავ, არ გაქვს ის სრულყოფილება, ხედავ, რომ არ გაქვს მოყვასის ის სიყვარული...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი 2026 წლის ყველაზე წარმატებული და იღბლიანი თვე იქნება