სამოდელო სააგენტოს მფლობელი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, ნინა ცქიტიშვილი, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. 47 წლის მოდელი გამომწერებს მუდმივად ანებივრებს შთამბეჭდავი კადრებით, რომლებიც მის დახვეწილ გემოვნებასა და პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.
ნინა ცქიტიშვილი ამჟამად არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს. მისი ყოველი ფოტოსესია გამორჩეული ესთეტიკით ხასიათდება. ამჯერად იგი ახალ კადრებს გვიზიარებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში შვილთან ერთად ისვენებს.
ფოტოებმა გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„როგორ მიყვარს ეს გოგოები“,
„ულამაზესი დედა-შვილი“,
„კარგი დასვენება, ულამაზესები ხართ“, - წერენ კომენტარებში.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი 2026 წლის ყველაზე წარმატებული და იღბლიანი თვე იქნება
⭕ „შესაძლოა დღეს ფლირტის ან ახალი სიმპათიის ცდუნება გაჩნდეს“ - 2 ივლისის ენერგიები