Digest Logo

ტოპ 3 საუკეთესო მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1769170993
საუკეთესო მამა

კარგი მამა - ეს ფრაზა ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის და კარგი მამობის აღქმაც ალბათ ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. იცოდით, რომ იმას, თუ როგორ მამად ჩამოყალიბდება მამაკაცი მომავალში, დაბადებისას ვარსკვლავების განლაგება განსაზღვრავს.

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები სხვადასხვაგვარი მამები არიან და ზოგ ნიშანს ამ მხრივ განსაკუთრებით გაუმართლა.

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა zmna.ge-სთან ზოდიაქოს იმ სამ ნიშანს ასახელებს, რომლებიც როგორც წესი, საუკეთესო მამები არიან.

საუკეთესო მამებში პირველ ადგილზეა კირჩხიბი.

კირჩხიბის ნიშნით დაბადებული მამაკაცი არის ორი ერთში - ის მამაც არის და დედაც. ხშირად კი დედაზე უფრო მზრუნველია. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები მამიკოს გოგონებს ან მამიკოს ბიჭებს ზრდიან.

კირჩხიბი იმდენად მზრუნველი მშობელია, რომ დიდ ასაკშიც კი მისი შვილები ბავშვებად რჩებიან. მამა ღელავს და შფოთავს შვილების მომავალზე, მათ არჩევანზე და ცხოვრების ბოლომდე ზრუნავს მათზე.

რიგით მეორე საუკეთესო მამა არის ლომი.

ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანი შინაგანად, სადღაც გულის სიღრმეში, ყოველთვის არის ბავშვი და არასოდეს იზრდება. ამიტომ მისთვის ძალიან მარტივია ბავშვებთან კომუნიკაცია.

ლომი მამა თავის შვილებთან ერთად, თვითონაც მთელი გულით ერთობა. ლომის ნიშნით დაბადებულები მშობლების იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც განქორწინების შემთხვევაშიც, შვილებისთვის ავტორიტეტად რჩებიან და ბავშვები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან აფასებენ.

ლომი მამები შვილებს გულწრფელად უყვართ და მის მიმართ უპირობო ნდობა აქვთ.

მესამე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არაჩვეულებრივი მამაა - ეს არის ვერძი.

ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ზოგადად მიდრეკილება აქვთ ჰყავდეთ ბევრი შვილი.

მერამდენე შვილიც არ უნდა შეეძინოს, ვერძის ნიშნით დაბადებული მამაკაცი ახალი სიცოცხლის დაბადებას საოცარი ენთუზიაზმით და მოტივაციით ხვდება. ის არის მამა, რომლისთვისაც არ არსებობს მამებისა და შვილების პრობლემა, რადგანაც ვერძის ნიშნით დაბადებულები ძალიან ახალგაზრდული პრინციპებით უყურებენ სამყაროს და შვილებთან ურთიერთობაშიც ძირითადად თანასწორი, ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

ზოგჯერ ვერძი მამები ცდილობენ მიმართულება მისცენ და უკარნახონ შვილებს, მაგრამ ეს დიქტატურაში, ან ურთიერთობის გართულებაში არ გადადის.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ქრისტე არ არის ბედნიერების წყარო და თუ „შემიწყალე“ არ არის ნამდვილი, მაშინ უბრალოდ აზრი არ აქვს“ - რა სიხშირით უნდა ეზიაროს ქრისტიანი?

„მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ არის ის, რომ მას შენზე გული შესტკივა  და უნდა შენი პრობლემა გამოსწორდეს“ - რას წერს შორენა მეტრეველი

„მთავარი პერსონა, ჩემო სიყვარულო“ - თიკა ფაცაცია შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს

წყარო: www.zmna.ge