ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ქრისტიანი თუ ქრისტიანია ის ხშირად უნდა ეზიარებოდეს.
როგორი სიხშირით?! აი, ყოველდღე რომ წირვა იყოს და ჰქონდეს შესაძლებლობა ყოველდღე წირვაზე ყოფნისა — ყოველდღეც უნდა ეზიარებოდეს, იმიტომ, რომ თუ ადამიანი ქრისტიანია ეს ნიშნავს:
მუდამ აქვს სინანული;
მუდამ აქვს საკუთარი წარწყმედულობის განცდა;
საკუთარ თავში მუდამ ხედავს ჯოჯოხეთს და მუდამ აქვს იმედი უფლისა და უფალს შეღაღადებს: „უფალო, შემიწყალე“.
და ეს „უფალო შემიწყალე“ ან „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე“, არის მისი სულის სუნთქვა და როგორც ხორცი ვერ ძლებს ჰაერის გარეშე — ისე ვერ უნდა ძლებდეს ქრისტიანის სული „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე”-ს გარეშე.
და თუ ქრისტე არ არის ბედნიერების წყარო და თუ „შემიწყალე“ არ არის ნამდვილი, მაშინ შენს ზიარებას უბრალოდ აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მაშინ შენ ეკლესიაში სხვა რამისთვის ხარ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მთავარი პერსონა, ჩემო სიყვარულო“ - თიკა ფაცაცია შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს
🎥 კორექცია, ლინზა, თუ სათვალე - თვალის რომელი დაავადებები ვითარდება უსიმპტომოდ?