რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე ძნელად აღსაზრდელი ბავშვი, ამის შესახებ ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საუბრობს.
მორიელი - ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები ძალიან გონიერები არიან და აქვთ დიდი მანიპულაციის უნარი. ამ ბავშვებთან არ არის საჭირო ულტიმატუმებით საუბარი, ამით ისინი ხვდებიან თქვენ სუსტ მხარეებს.
თუ მასთან იქნებით გულწრფელი, ისინი კარგად ხედავენ ადამიანებს ნიღბებს იქით ამ შემთხვევაში მისგან მამაც და გულმართალ ადამიანს გაზრდით.
ლომი - ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ეგოცენტრულები, მისი აღზდის მეთოდებში სიყვარულთან ერთად საჭიროა სიმკაცრეც, რადგან იგი ბავშვობიდან უნდა მიაჩვიოთ, რომ მის გარდა სხვა ადამიანებიც არიან, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ.
მერწყული - ერთი შეხედვით წყნარები ჩანან, როგორც წესი რაღაც ეტაპამდე ემორჩილებიან დისციპლინას. მათ შეუძლიათ რომ შეჭამონ ისეთი რაღაც რაც საერთოდ არ იჭმევა, უყვართ ექსპერიმენტები, ამას კი ანგელოზის სახით აკეთებენ. ვერასოდეს ვერ გაიგებთ რა მოუვათ თავში. ემეგობრეთ მას და არ შეუზღუდოთ არჩევანის თავისუფლება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვამტყუნებ ჩემს თაყვანისმცემლებს...“ - რა დააკარგვინა ნინი ბადურაშვილს ცნობადობამ?