Digest Logo

🎥 „თქვენ ხართ მთავარი მოქმედი პირი, რომელსაც ეწყება ვარსკვლავური დრო“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარლისაგან

1731917002
მიხეილ_ცაგარელი

„18 და 19 ნოემბერს ყურადღებით ვიყოთ, რადგან დაძაბულობა ჯერ კიდევ არის, მაგრამ 20 რიცხვიდან დედამიწა გადადის დადებით ენერგოველში, რის შედეგადაც მოიმატებს კეთილგანწყობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი წავა უკეთესობისკენ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ქირურგიული ჩარევები უმჯობესია 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე დაგეგმოთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
 

მიმდინარე კვირაში კი გვაქვს გეომაგნიტური დღეები - სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. თუ ამ დღეებში თავს ცუდად გრძნობთ მიაქციეთ წნევას ყურადღება. 

„21 ნოემბერს ხუთშაბათს პლანეტა იუპიტერის დღეა, ეს არის მმართველი მშვილდოსნის და გამარჯვების პლანეტა - მზე 1 თვით გადადის ზოდიაქოს ნიშანში და ახლა იწყება თქვენი დრო. იგიზგიზებს ენერგია და აუცილებლად დაგეტყობათ. მოიმატებს მოგზაურობა და სპორტული აქტივობები.თუმცა ეცადეთ არ იყოთ სულსწრაფები და არ ხარჯოთ ფული ზედმეტად, ასევე მოიმატებს სარკაზმი და ეგოიზმი და იყავით ფრთხილად“, - ამბობს ასტროლოგი. 

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს და მათ ასტროლოგიურ პროგნოზს ასეთია:

ვერძი ♈

ენერგია გემატებათ და ნაკლებად იღლებით, გრძნობთ რომ უკვე თქვენი გამოცოცხლება იწყება. მატულობს შრომისუნარიანობა და შესანიშნავი პერიოდია მგზავრობა მოგზაურობისთვის. შესანიშნავი პერიოდი იწყება და არ გაქვთ გაჩერების უფლება.

კურო ♉

ეს კვირა უფრო მშვიდია წინა კვირას შედარებით. ამ კვირაში შეძლებთ არეული ურთიერთობის დალაგებას, ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

ტყუპები ♊

ახლა ვერ გააჩერებთ, რადგან მატულობს ენერგია. გამოგდით ყველაფერი და შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდია, არ გაჩერდეთ, თუმცა არ იყოთ სულსწრაფები რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს.

კირჩხიბი ♋

აქტიური და ენერგიულები ხართ, რაც მთავარია გაქვთ ფსიქოემოციური სიმშვიდე. არის ფარული ჭორები და მტრები, მაგრამ თქვენი გონება მუშაობს სწორად და ამარცხებთ კონკურენტებს. თუ გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები ახლა კარგი დროა ამ პრობლემის გადასაჭრელად. 

ლომი ♌

ზე-ენერგიულები ხდებიან. ხართ საყოველთაო ყურადღების ცენტრში და საუკეთესო დროა პირადი ურთიერთობებისთვის, ასევე ახლა შეგიძლიათ მოაწყოთ პირადი შოუ, რომელიც დიდი შთაბეჭდილებას მოახდენს სხვებზე. ყველაფერი გამოგდით იაქტიურეთ.

ქალწული ♍

ბევრი რამ გამოგდით. კარგი პერიოდია საოჯახო და ნათესაური ურთიერთობებისთვის. თუ მემკვიდრეობის საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი ამ კვირაში კარგად ჩაივლის ყველაფერი. თუმცა გახსოვდეთ თუ გაქვთ არჩევანი საქმე გააკეთოთ მარტო ან კოლექტიურად, სჯობს ინდივიდუალურად არჩიოთ.

სასწორი ♎ 

განწყობა უმჯობესდება და ბევრი რამ კარგად გამოგდით, მაგრამ თუ ახლა უცხოეთში მოგიწევთ ყოფნა შეიძლება გქონდეთ გულის აცრუება, ან გეგმების შეცვლა ამიტომ იყავით ფრთხილად.

მორიელი ♏

წინა პერიოდის ბრძოლების შემდეგ ახლა სულს მოითქვამთ, თუმცა გარკვეულ დანაკარგებსაც დაითვლის. თუმცა აქ შეგიძლიათ ბევრი რამის გამოსწორებაა თუ პრობლემები იყო, ახლა შეძლებთ ყველაფრის მოგვარებას. ინტუიცია გაქვთ კარგი. შესაძლოა ძველი საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, პრემიები და ბონუსები.

მშვილდოსანი ♐

მთავარი მოქმედი პირი, რომელსაც ეწყება ვარსკვლავური დრო 21 რიცხვიდან. ხართ ყველაზე მიმზიდველი და ბევრი რამ გამოგდით, გაქვთ შანსები იდეების რეალიზაციის. იწყება ცვლილების დრო, შეგიძლიათ თქვენ გარეგნობაში, სულიერ, ინტელექტუალურ და საყოფაცხოვრებო გარემოში შეიტანოთ ცვლილებები შემდეგი 1 თვის განმავლობაში. ახლა არ გაქვთ უფლება გაჩერების ეს თქვენი დროა. 

თხის რქა ♑

ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. ორგანიზმი ჯერ კიდევ მდგრადია და გაქვთ საშუალება წარმატების მიღწევის. შესაძლებლობით აღსავსე პერიოდია, მაგრამ ზედმეტი არ ილაპარაკოთ და ჯანმრთელობას მიხედეთ. თუ მიიღეთ წინადადება, რომელიც დაკავშირებულია კანონის დარღვევასთან კატეგორიულად არ გირჩევთ მასთან გაკარებას.

მერწყული ♒

აწი თქვენი დროც მოდის, თქვენ რაც გიხარიათ სწორედ ის მოდის - თავისუფლება. გაქვთ საშუალება თავისუფლად მოქმედების, საუკეთესო დროა სიახლეებისთვის, ასევე კარგია ინტერნეტთან კავშირი.

თევზები ♓

ეს კვირა ჯერ კიდევ კარგია, ემოციური სტაბილურობა ჯერ კიდევ იჩენს თავს. შესაძლებლობა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების არის. გაქვთ კარგი ინტუიცია და მასზე დაყრდნობით გააკეთებთ სწორ არჩევანს. 

პერიოდი კარგია პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორშაბათს სამყაროში პოზიტიური ენერგეტიკა ტრიალებს“ - ვის ელოდება წარმატება და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე? 18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„მე დავმარცხდი… ყველაფერი ვცადე მის გადასარჩენად...“ – შორენა ონიანის ქმრის ემოციური პოსტი

🎥 ანდრია ფუტკარაძემ საბავშვო ევროვიზიის მთავარი პრიზი საქართველოში ჩამოიტანა - აეროპორტში დახვედრის ემოციური კადრები