Digest Logo

🎥 „თქვენი დროა, საუკეთესო, ვარსკვლავური დრო გაქვთ წლის განმავლობაში“ - რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა ივლისში, მიხეილ ცაგარელის რეკომენდაციები

1750947145
მიხეილ ცაგარელი

„22 ივლისამდე, მზე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს, შემდეგ კი გადავა ლომში. შესაბამისად, 22-მდე კარგი პერიოდია მიწის და წყლის ნიშნებისთვის, ხოლო 22-ის შემდეგ ცეცხლის და ჰაერის ნიშნები გაილაღებს. 

ახლა ცეცხლის და ჰაერის ნიშნებმა აქტიურობა უნდა შეამცირონ, 15 რიცხვამდე მაინც“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რეკომენდაციები მისცა:

ვერძი - კარგი დროა საყოფაცხოვრებო ნივთების მოსაწესრიგებლად, სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, ავეჯის ყიდვა, კომფორტის მოწყობა. მემკვიდრული საკითხების, ნათესავებთან პრობლემების მოგვარების საშუალება გაქვთ. თუ საგვარეულოს შეკრება გინდოდათ, ახლა საუკეთესო დროა. პირველიდან 15 რიცხვამდე ენერგოტონუსი ცოტა შეგიმცირდებათ, ამიტომ ნუ გადაიღლებით. 

კურო - კომუნიკაციის დროა. უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. ცხოვრებისეულ საკითხებს მიუდექით იუმორით, არ გინდათ სერიოზულობა, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობები დაამყარეთ, საუკეთესო პერიოდია გამოცდების ჩასაბარებლად. ასევე კარგია მგზავრობა-მოგზაურობისთვის. მიიღებთ იმ ინფორმაციას, რაც გსურთ, მაგრამ ინფორმაციის მოყვარულებმა მოიძიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ცოდნა 17 რიცხვამდე, რადგან პლანეტა მერკური გახდება რეტროგრადული. 

ტყუპები - ფინანსური დივიდენდების დროა, ადრეული საქმეებიდან მოვა თანხა, პრემიები, ბონუსები. გაითვალისწინეთ, ეს არის პერიოდი, როცა თქვენ გაქვთ კარგი საშუალება იყოთ ერთგული, დაასტაბილუროთ თქვენი ცხოვრება გინდ სახლში, გინდა სამსახურში.

კირჩხიბი - მთავარი ფავორიტია, გამარჯვების პლანეტა თქვენშია, მზეც თქვენთანაა. თქვენი დროა, საუკეთესო, ვარსკვლავური დრო გაქვთ წლის განმავლობაში. არავითარი ეჭვი, მერყეობა, მიდექით-მოდექით, ქორწინებისთვის, სიყვარულისთვის გადასარევი პერიოდია. ივლისის პირველი რიცხვები შეიძლება უფრო წარმატებული იყოს.

ლომი - ჯერ უდავოდ კარგი პერიოდი გაქვთ, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა, მშვიდი და დალაგებული უნდა იყოს ეს ურთიერთობა. ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება. პირველი რიცხვიდან გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოგეთხოვებათ ენაზე კბილის დაჭერა. 

ქალწული - რეფორმების დროა, ახალი საქმის, მეთოდებისთვის საუკეთესო დროა, გაგიმართლებთ, რადგან სიახლეებში იმას იპოვით, რაც გინდოდათ. დაამყარეთ მეტი კონტაქტი ინტერნეტთან, გაქვთ კარიერული წინსვლის საშუალება, თუმცა 15 რიცხვამდე მაინც გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

მორიელი - საუკეთესო დროა მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, წინა პლანზე ოპტიმიზმი უნდა დააყენოთ, იმოქმედოთ ინტუიციით. ენერგოტონუსი მატულობს, ძლიერდება იღბალი.

მშვილდოსანი - საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობისთვის, ბევრი თანხა ჩაიდება, რამაც შეიძლება გაამართლოს. ენაზე კბილის დაჭერა გევალებათ, ჯერ დაიწყეთ და მერე თქვით. 15 რიცხვამდე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

თხის რქა - საუკეთესო პერიოდია, რადგან ნიჭის გამოვლენას შეძლებთ, ქორწინებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობისთვის კარგი პერიოდია. გექნებათ ახალი იდეები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. 

მერწყული - ახლა გაქვთ საშუალება ყველაფერი დაალაგოთ, საქმეები, გონება. მოაწესრიგეთ ურთიერთობები კოლეგებთან, პარტნიორებთან და მატერიალურ დივიდენდებსაც მიიღებთ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, თორემ ფინანსების მხრივ ნულზე დარჩებით. 

თევზები - სიყვარულის დროა, საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, რომანტიკული თავგადასავლების, კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობა იღბლიანი და გაქვთ შანსები. ერთ-ერთი ფავორიტი ხართ ივლისის 22-მდე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიყვარული გახდება ზედაპირული, ქარაფშუტული, ჰაეროვანი, მსუბუქი პრინციპის“- ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„...ხათუნას დამსახურება იყო, მე რომ პოლიტიკაში რაღაცას მივაღწიე...“ - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე

🎥 „ძალიან დამაზიანა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა...“ - გიორგი ცაგარელი სცენიდან გაუჩინარების მიზეზებზე ალაპარაკდა