
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 10 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი 10 აგვისტოსთვის
მთვარის დღე – 17 / 18
მთვარის ფაზა – კლებადი მთვარე მერწყულში / თევზებში
ვერძი
დღეს მოგიწევთ გარკვეულ ჩარჩოებში ყოფნა და წესების დაცვა, დამთრგუნველად იგრძნოთ თავს. ეცადეთ, მოვლენებს პოზიტიურად შეხედოთ და იპოვოთ რაციონალური მხარე. იმოქმედეთ გააზრებულად, თავიდან აიცილეთ იმპულსურობა.
კურო
მძიმე და დატვირთული დღეა, ბევრი საკითხის გადაწყვეტა დაგჭირდებათ. არ დანებდეთ – საბოლოოდ ყველაფერს თავს გაართმევთ. იფიქრეთ ოპტიმისტურად და გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭი და შრომისმოყვარეობა აჩვენოთ.
ტყუპები
დღეს განსაკუთრებულად კომუნიკაბელურები იქნებით. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ბევრი საუბარი და კონტაქტი გექნებათ. იყავით მეგობრულები და დიპლომატები. რთული საქმეები გადადეთ – მოთმინება და ენერგია ახლა არ გეყოფათ.
კირჩხიბი
დღე შესაფერისია ფინანსების გადანაწილებისთვის. დაფიქრდით, რის გარეშე შეგიძლიათ გაძლოთ. ზოგიერთი იძულებული იქნება მეტი იმუშაოს დაგროვილი საქმეების გამო. კომუნიკაცია დღეს რთული იქნება, შეიძლება უთანხმოება გაგიჩნდეთ ახლობლებთან შეხედულებების გამო.
ლომი
არ არის საუკეთესო დღე აქტიური სოციალური ცხოვრებისთვის. უფრო პროდუქტიული იქნებით მარტო მუშაობისას. ზოგიერთს მოუწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და არასასიამოვნო საქმეების გაკეთება. საღამო კი კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ქალწული
პროფესიული ინიციატივისთვის არახელსაყრელი დღეა. კონცენტრირდით იმ საქმეებზე, რაც თქვენთვის მარტივად და ხარისხიანად გამოდის. პირად ცხოვრებაში შეიძლება ახალი თემები გაჩნდეს, ზოგი უკვე ახალი წლის საჩუქრებსაც შეუკვეთავს. საღამო ოჯახურ საქმეებს დაუთმეთ.
სასწორი
კომუნიკაციისთვის შესაფერისი დღეა. გამოიყენეთ შანსი, რომ საჭირო ადამიანებთან დაახლოება შეძლოთ. შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას და საერთო ენის გამონახვას. თქვენი ხიბლი და სიტყვები დღეს განსაკუთრებით იმოქმედებს.
მორიელი
კარგი დღეა ახლობლებთან შესახვედრად და რთული საკითხების განსახილველად. შეიძლება საინტერესო სამუშაო შეთავაზება მიიღოთ. ყურადღებით იმოქმედეთ – დაშვებული შეცდომები დღეს ადვილად მოსალოდნელია.
მშვილდოსანი
დღეს წესებისა და ჩარჩოების დაცვა მოგიწევთ, მაგრამ ეს პროდუქტიულობას გაზრდის. ებრძოლეთ ზარმაცობას – გართობის სურვილი უფრო მეტი იქნება, ვიდრე საქმეების კეთება. რთულ საქმეებს არ მოჰკიდოთ ხელი, მხოლოდ მარტივზე იმუშავეთ.
თხის რქა
დაგეგმვის წყალობით წარმატებას მიაღწევთ, თუმცა წვრილმა უსიამოვნებებმა შეიძლება წინსვლას შეუშალოს ხელი. მათ დღესვე მიხედეთ. სერიოზული საქმეები არ დაიწყოთ. რჩევა ითხოვეთ კოლეგებისა და ახლობლებისგან.
მერწყული
დღეს რაც მეტი ურთიერთობა და კომუნიკაცია გექნებათ, მით უფრო გაგიმართლებთ. შეძლებთ სასარგებლო კავშირების დამყარებას, თუმცა სტრესიც მოსალოდნელია. მხოლოდ ახლობლების გარემოცვაში შეძლებთ სრულად მოდუნებას.
თევზები
პროდუქტიული დღე გელით, თუ მკაფიოდ შეასრულებთ წინასწარ შედგენილ გეგმას. საქმეების შუაში მიტოვება ცუდად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე. დარწმუნებულად ისაუბრებთ და რთულ ადამიანთანაც კი შეძლებთ შეთანხმებას“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „უმშვენიერესი გოგო“ - მაკა ზამბახიძე ბათუმში ისვენებს
🎥 „ამით ყველაფერ ნეგატიურს წარსულში დატოვებთ...“ - გოგა მანიას რჩევა 9 აგვისტოსთვის
⭕ „ბევრი ადამიანი უფრო მოწყვლადი და ფაქიზი გახდება...“ - 10 აგვისტოს ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან