
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 22 ოქტომბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:
„ჰოროსკოპი — 22 ოქტომბერი
მთვარის დღე: 1 / 2
მთვარის ფაზა: მზარდი მთვარე მორიელში
ვერძი
დღე ხელსაყრელია საჭირო ადამიანებთან შეხვედრისთვის და ახალი საქმიანი კონტაქტების მოსაძებნად. დღეს ვერძები მომხიბვლელები და მეგობრულები არიან — ეს დაეხმარებათ სასარგებლო ურთიერთობების დამყარებაში. იყავით თავშეკავებული კოლეგებთან — შესაძლოა ძველი კონფლიქტი აღდგეს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ტაქტი.
კურო
დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. მოგიწევთ მოსაწყენი, თუმცა მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება და დეტალების განხილვა კოლეგებთან. თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება ხელმძღვანელობის მხრიდან. კარგი დროა კარიერაზე ფოკუსირებისთვის და ავტორიტეტის გასამყარებლად.
ტყუპები
დღე შეიძლება რთული და არახელსაყრელი იყოს. უსიამოვნებები შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაგატყდეთ თავს. მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს და ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან — მათი მხარდაჭერა და რჩევა დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
არსებობს დიდი კამათის ალბათობა. იყავით თავშეკავებული და დიპლომატიური. საქმიან მოლაპარაკებებში ეცადეთ იპოვოთ კომპრომისი. ახლობელი ადამიანები გვერდში დაგიდგებიან — მეტი დრო დაუთმეთ მათ და გაახარეთ თბილი ზარით.
ლომი
დღეს გიჭირთ კონცენტრირება სამუშაოზე. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ მკვეთრ ტონებს. კომუნიკაცია ახლობლებთან დაგამშვიდებთ და ძალებს აღგიდგენთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — შესაძლოა მსუბუქად შეგაწუხოთ დაღლილობამ.
ქალწული
მიზნის მისაღწევად იხელმძღვანელეთ რბილი მიდგომით და მოუსმინეთ სხვას. აგრესიული ტონი შედეგს არ მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ ჰობებს და შემოქმედებით საქმიანობას — ეს გაგათავისუფლებთ სტრესისგან.
სასწორი
თქვენი განწყობა დიდწილად დამოკიდებული იქნება გარემოზე. ეცადეთ იყოთ პოზიტიურ და მხიარულ ადამიანებთან. პროფესიულ ურთიერთობებში გამოავლინეთ თქვენი ძლიერი მხარეები — ეს დადებითად აისახება როგორც კარიერაზე, ასევე კოლექტივში ურთიერთობებზე.
მორიელი
დღეს მოგიწევთ მოერგოთ გარემოებებს და იპოვოთ საერთო ინტერესები სხვებთან. გონებამახვილობა და მოქნილობა დაგეხმარებათ წარმატებაში. შესაძლოა რთული გადაწყვეტილების მიღება გახდეს საჭირო, რომელიც თქვენს მომავალზე იმოქმედებს.
მშვილდოსანი
შესაფერისი დროა ცვლილებებისთვის. დაიწყეთ წესრიგით — გაასუფთავეთ სამუშაო სივრცე, მოიცილეთ ზედმეტი ნივთები, დაასრულეთ დაუსრულებელი საქმეები. ახალი პროექტები ჯერჯერობით გადადეთ — ჯერ ენერგია აღიდგინეთ.
თხის რქა
დილიდან ენერგიულად იქნებით და სამუშაო განწყობაზე. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებსა და კონფლიქტებს. მოუსმინეთ სხვების აზრს — შეიძლება საინტერესო იდეა მოისმინოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
მერწყული
დღეს შეეცადეთ დაასრულოთ ყველა გადადებული საქმე. დახმარება არ მოგერიდოთ — კოლეგები და მეგობრები სიამოვნებით დაგეხმარებიან. ვინმე ახლობელი თქვენი მხარდაჭერის მოლოდინშია — უთხარით თბილი სიტყვა.
თევზები
დღეს არ არის სასურველი არაფერი ახალი დაიწყოთ და არც ახალი ნაცნობობაა ხელსაყრელი. უკეთესია დაკავდეთ ყოველდღიური რუტინით და იმუშაოთ დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის გარეშე.
დაე თქვენი დღე იყოს ბედნიერი და წარმატებული!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება, ნეტა შემეძლოს მისგან შენი დაცვა“ - გივიკო დიდია ბებიაზე
⭕ახალი მთვარე - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც ის ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
🎥 დოდონა ნამორაძემ სცენაზე „ცეცხლი დაანთო“ – მომღერალი მსოფლიო ჩემპიონმა ხელში აიტაცა, ნახეთ კადრები