3 დეკემბერს „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ ახალი ეპიზოდი დაიდო, რომლის სტუმარიც მწერალი ალეკო შუღლაძე იყო.
მწერლის განმარტებით, კარმა არის სამყაროსეული მიზეზ-შედეგობის კანონი, რომლის თანახმადაც ჩვენი წარსული ქმედებები ზემოქმედებს აწმყოსა და მომავალზე. მისი თქმით, ნებისმიერი ქმედება წარსულში არის მიზეზი იმისი, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს.
ნახეთ, როგორია მწერლის შეხედულება ღმერთის პიროვნულ ფორმასთან მიჯაჭვულობაზე, ღვთიური სიყვარულსა და ღმერთზე მინდობაზე:
„ცუდია მიჯაჭვულობა ადამიანის ადამიანზე, რადგან ამუხრუჭებს პროცესს. ადამიანის სიყვარულში ხელს არავინ გიშლის, უბრალოდ იკეტება ეს მიმართულება. არ მოვწევ იმიტომ კი არა, რომ ჯანმრთელობას მიფუჭებს. ჯანმრთელობა შეიძლება გაგიფუჭოს ჰაერმაც, აქ საქმეა მიჯაჭვულობაში! მოწევა ცუდი მიჯაჭვულობაა. როცა მე ვეწეოდი, ტაძარში რომ შევიდოდი ერთი სული მქონდა გარეთ გავსულიყავი რომ მომეწია და ვკარგავდი ყველანაირ კონცენტრაციას.
არსებობს ღმერთთან დამოკიდებულება, რომ ის შენია. ხელი არავინ მოჰკიდოთ, არაფერი დაუშავოთ. ძალიან დიდ სიყვარულზეა საუბარი, მიწიერ სამყაროში ძნელია. წარმოიდგინეთ ისეთი სიყვარული, რომ სხეულმა ვერ გაუძლოს. ისეთი სიყვარული, რომელიც გკლავს.
ტაძრებში არის რაღაც წესები, რასაც ეჩვევი. ბოლომდე ვერ იგებ, მაგრამ ეჩვევი. ფაქტ იოგაში ერთი ბარათიც არ გაქვს, აქ შენ კრიშნას ეუბნები, მე ამდენი ბარათი ვერ მექნება, მე საერთოდ ვერ გავიგე რა ხდება, მე მოგენდობი შენ, შენ გადაწყვიტე შენი ბედი - ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რთულია.
როცა ამას აკეთებ, უკვე გეხსნება აუცილებლობები, შენ ამისი ხდები. უნდა მოკვდე რომ იცოცხლო, ქრისტიანობაშიც იგივეა. პიროვნული ფორმები ძალიან მიყვარს, მარტო სინათლეები და ბრაჰმანი არა. ვისაც უნდა გაჰყვეს. მე და კრიშნა ორნი ვართ.
ნება არსებობს გადაწყვეტილების მიღების. ამის მოსმენის შემდეგ ვიღაც რაღაცას გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია. ამბობენ, რატომ ღმერთი არ ერევა, ასეთ მდგომარეობაში რატომ ვარ? გააკეთოს რამე - თუ ღმერთი ყველაფერს შენს მაგივრად გააკეთებს მაშინ სად არის შენი პიროვნება? შენს მაგივრად შეიყვარებს შენს თავს?“, - ამბობს ალეკო შუღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: