ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენი ღვთის წინაშე ვედრების ერთ-ერთი მოტივაცია რა არის ხოლმე?!
- როცა ღვთის წინაშე გულმხურვალედ ვლოცულობთ, ჯვარი გვიმძიმდება, ჩვენი ჯვარი გვიმძიმდება...
ჯვრის გარეშე ხომ არ არსებობს ადამიანი, ჩვენ ყველა ჯვრით ვართ და გვიმძიმდება, ჩვენი მთავარი სავედრებელი რომ განვაზოგადოთ, ყველა ადამიანის სავედრებელი რომ განვაზოგადოთ - ერთ ლოცვამდე დავა ჩვენი ყველას ლოცვა:
- „უფალო, ჯვარი მომაცილე, აღარ მინდა ეს ჯვარი, ან შემიმსუბუქე მაინც…“.
მომაცილე, შემიმსუბუქე…. და უფლის საწინააღმდეგოა ეს სიტყვები, იმიტომ, რომ უფალი ამბობს - „რომელმან არა აიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფედ ყოფად ჩემდა“, გემით რამხელა დანახეთქია, რამხელა განშორებაა ჩვენს რეალურ, ნამდვილ, ობიექტურ, ე.წ. ქრისტიანულ ცხოვრებასა და წმინდა წერილს შორის?!
ამიტომაც არის, რომ გადის წლები და ეს გაქვავებული გული არაფრით არ ცოცხლდება, ამიტომ არის...
სახარების მიხედვით ცხოვრება არც დაგვიწყია - მიზეზი ეს არის, სხვა არაფერი...
ამიტომაა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, ამიტომაა, რომ ღმერთს ვერ ვგრძნობთ, ამიტომაა, რომ ლოცვა გვეზარება, ამიტომაა, რომ სიკვდილის გვეშინია, ამიტომ არის, მხოლოდ ამიტომ...
ჩვენ მოცემული გვაქვს, შავით თეთრზე დაწერილი, გამოცხადება უმწვერვალესი, ინსტრუქცია ფაქტობრივად,
არა...
ვერა...
არა და ვერა...
ამის გამოა…“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: