Digest Logo

„უშენოდ ადამიანები დავპატარავდით, რა კარგი იქნებოდა სამყარო, სიკვდილიც რომ კვდებოდეს!“ - ლაშა ბასლანძეს თამარ ჯანელიძე იხსენებს

1764930530
ლაშ ბასლანძე

რესტორან „ქვევრის“ მფლობელის ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, რასაც სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი თამარ ჯანელიძე გამოეხმაურა:

„რა კარგი იქნებოდა სამყარო, სიკვდილიც რომ კვდებოდეს! რა კარგი იქნებოდა, სიკვდილსაც ეხუჭებოდეს თვალი! გავიდა უშენობის ტკივილით და მონატრებით სავსე 40 დღე, ისე დაგვტოვე, ალბათ ვერც წარმოიდგინე რამხელა ტკივილს ტოვებდი, უშენოდ ადამიანები დავპატარავდით…..

დედამიწა არ გეყო როგორც ჩანს და უსასრულობაში გადახვედი, განსაკუთრებული ბიჭი, რომ იყავი, ამიტომაც წაგიყვანა უფალმა დროზე ადრე თავისთან“, - წერს თამარ ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 4 ნოემბერს დაკრძალეს.

ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო.

ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„იცხოვრე მადლიერად და უპირობო სიყვარულში, იყავით კეთილი ადამიანების მიმართ“ - თამარ კვარაცხელია რეიკის 5 პრინციპს გვიზიარებს

„ახალი წელი მოდის...“ - ინდირა ჯგერნაიას ახალი ფოტოები სოცქსელიდან და მომღერლის საახალწლო განწყობა

„შენი დაცვა ზუსტად ერთი წუთით რომ გათიშულიყო, სულ რაღაც რამდენიმე საათში ცოცხლად დაშლას დაიწყებდი, მაგრამ...“ - რას წერს ვატო მსხილაძე