მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც დღე-დღეზე მეორე შვილის დედა გახდება, სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს.
მან საახალწლოდ ნაძვის ხე უკვე დადგა და შვილთან ერთად ჯადოსნური წლის დაწყებას ელოდება:
„სიცხიანები და დაღლილები ხველებისგან და თავის ტკივილისგან…
გაუფრთხილდით თავს, ვირუსების სეზონი მოვიდა… და ყველაზე ჯადოსნური სეზონიც მოვიდა. ახლა ჩახუტების და ჯადოსნური მოგონებების დროა.
გავიზარდეთ და ყველაზე ტკბილად ბავშვობაში გატარებული დეკემბერი გვახსენდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები ქმნიდნენ ამ ჯადოსნურ განწყობას.
ახლა ჩვენი ჯერია, არ დაგავიწყდეთ ეს დრო თქვენს პატარებს დაუთმოთ, ისინი ახლა მთელი სიცოცხლის ყველაზე ჯადოსნურ მოგონებებს იქმნიან“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ახალი წელი მოდის...“ - ინდირა ჯგერნაიას ახალი ფოტოები სოცქსელიდან და მომღერლის საახალწლო განწყობა