
ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დღის პოსტი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ხვიჩა კვარაცხელია არის ჭკვიანი და მიზანსწრაფული ადამიანი, რომელმაც შრომით ბევრს მიაღწია. ხვიჩა სწორ დროს და სწორ ადგილას მოხვდა, რაშიც დაეხმარა იღბალი და ნიჭიერება.
ხვიჩასთვის, წინა წელი კარმული იყო, მისი ნაბიჯები იყო სწორი და ის დასაჩუქრდა. ასევე ჰქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, იუპიტერი იყო ტყუპებში და მის შემთხვევაშიც ეგრეა, იუპიტერი ჰყავს ტყუპებში, რომელიც არის გამარჯვების პლანეტა.
ეს წელი მისთვის იყო სურვილების ასრულების, ოცნების ახდენის წელი“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სოროებში არიან, ეძებენ მეძებარი ძაღლები“ - ოთარ ტატიშვილი „კვარას“ კრიტიკოსებზე