
13 აპრილს, თბილისის დროით 04:24 საათზე სავსემთვარეობა იქნება. მზე ქირონთან შეერთდება და მთვარეს დაუპირისპირდება. მათ კი უარყოფითი ასპექტები ექნება პლანეტა მარსთან.
„სავსემთვარეობა ხდება მორიელისა და კუროს ნიშანში, მათ შორის იწყება სერიოზული ბრძოლა, დაპირისპირება. ჩვენ გვინდა, არ გვინდა, ქვეცნობიერად ვგრძნობთ ამ დაძაბულ ენერგიას.
ასეთ დღეებში კარგია ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან, იუმორი, ხელოვნებასთან ურთიერთობა, შემოქმედება და პოზიტივი. შეუძახეთ საკუთარ თავს, მოერიეთ უარყოფით ენერგიებს.
მოზღვავებული ენერგია გადადის კამათში, კონფლიქტში, საქმის გარჩევაში. დაკავდით სპორტით, ითამაშეთ, იცეკვეთ და დახარჯეთ ენერგია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „შუადღე“.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:
ვერძი - თქვენი ხიფათი მდგომარეობს ინტიმურ კონტაქტში, გადაეყრებით ვენერიულ დაავადებას, ან სერიოზულ კონფლიქტს. გისუსტდებათ შარდსასქესო, რეპროდუქციული სისტემა. ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლო შეინახეთ!
კურო - თქვენი მთავარი პრობლემა ამ პერიოდში არის პარტნიორული ურთიერთობა. სავსე მთვარე გიწყობთ გამოცდას, რის გამოც საკამათო სიტუაციებში, კონფლიქტებში არ უნდა გაჯიუტდეთ, ამით გამოცდას ვერ ჩააბარებთ და გაიუარესებთ ცხოვრებას! მოგეთხოვებათ პრობლემის მშვიდად გადაჭრა. ყურადღება მიაქციეთ ყელის არეს, ნუ მიიღებთ ცივ, გაზიან სასმელს.
ტყუპები - მთავარი პრობლემაა ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავთან. კვებას მიაქციეთ ყურადღება. იყავით ფრთხილი კოლეგებთან. გამოცდა გაქვთ წესრიგთან და სისუფთავესთან! ეს სამი დღე მაქსიმალური სისუფთავე მოგეთხოვებათ.
ლომი - მთავარი გამოცდა შვილებს და სასიყვარულო პარტნიორებს უკავშირდება. ან ძალიან კარგად წავა, ან დაგეძაბებათ. იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ სიფრთხილე, დიპლომატია, ნუ ინერვიულებთ, არ ასწიოთ სიმძიმეები, არა საუნა, არა სოლარიუმი.
კირჩხიბი - მთავარი პრობლემაა მკერდი, კუჭის და ყელის ზონა. მთავარი პრობლემაა ნათესაური კავშირები, ეცადეთ ოჯახის წევრებთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ, წყენები ახლა არ გაუხსენოთ. მშვიდად და დადებითად იყავით.
ქალწული - მთავარი პრობლემაა კუჭის ზონა, კვების პრობლემა. კვება უნდა იყოს ხარისხიანი, სწორი და დროული. მეორე პრობლემაა ნაცნობებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობა. ყურადღება მიაქციეთ სახლს, ყველაფერი მოიყვანეთ წესრიგში.
სასწორი - მთავარი გამოცდა არის ფულთან, ფინანსებთან. მოერიდეთ კაპიტალ დაბანდებას, სესხებას, გასესხებას, ამას პრობლემები მოჰყვება და უსიამოვნებები. შვიდჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით და სამყარო ახლა გთხოვთ ერთგულებას.
მორიელი - მაქსიმალური ყურადღება ნეგატიურ თვისებებს მიაქციეთ, ნუ იქნებით აგრესიული, არ გაბრაზდეთ, არავითარი წყენა, სამაგიეროს გადახდა. იმატებს ეჭვიანობა, სარკასტული, გესლიანი გამოთქმები. აკონტროლეთ ემოციური აგრესია.
მშვილდოსანი - მთავარი პრობლემა გაქვთ ლიმფურ კვანძებზე, ტერფებზე. მიაქციეთ ყურადღება მეგობრულ კონფლიქტებს, არ მოხდეს კონფლიქტები.
თხის რქა - ინტერნეტიდან არასწორი ინფორმაციის მიღება არის მოსალოდნელი, გადაამოწმეთ ყველაფერი! არ გინდათ ახლა რეფორმები, ყურადღება მიაქციეთ მხედველობას, ვენებს.
მერწყული - მთავარი სუსტი ზონაა ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი. მიაქციეთ ამ ზონებს ყურადღება, ხელმძღვანელებთან ტაქტი და თავდაჭერა გამოიჩინეთ, რადგან შავმა კატამ არ გადაირბინოს.
თევზები - თქვენი მთავარი ზონაა კუჭი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი. კვებას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება და ასევე საჭესთან გამოიჩინეთ სიფრთხილე. ცხოველებთან იყავით ფრთხილად, კბენის ალბათობა არსებობს!
ასევე დაგაინტერესებთ👇
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზაფხულში სირთულეები ელოდება
⭕კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა - რას წერს მისი ყოფილი მეუღლე