წლის ბოლო თვე უკვე დაიწყო. როგორია დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე საუბრობს.
მისი თქმით, დეკემბერი არის „სიტყვის დაბრუნების თვე“. რეტრო მერკური აგდებს კონტექსტს ზედაპირზე, მივიწყებული ამბები ბრუნდება და 3 თაობის კარმა იწმინდება:
„პრემიუმ ასტროლოგიური პროგნოზი - დეკემბერი 2025.
გთავაზობთ დეკემბრის პროგნოზს გააზრებისთვის და სისტემისთვის...
მინიმუმ 5 წერტილი სადაც ეს გათამაშდება: თქვენი მზე, ასცენდენტი, მთვარე და კარმული კვანძები ( რაქუ და კეტუ). იყავით ბედნიერები.
დეკემბერი არის „სიტყვის დაბრუნების თვე“. რეტრო მერკური აგდებს კონტექსტს ზედაპირზე, მივიწყებული ამბები
ბრუნდება და 3 თაობის კარმა იწმინდება...
ეს თვე არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობთ: „ერთადერთი სიტყვაც კი ცვლის ისტორიას“.
ვერძი - „სადაც ერთხელ გაჩუმდი, ახლა იტყვი“.
შენ დეკემბერში უკან აბრუნებ ძალას, რომელიც წარსულში დაკარგე.
რეტრო მერკური გაჩვენებს, ვის წინაშე დუმდებოდი და რატომ...
თვე სრულდება იმ სიტყვით, რომელსაც ბოლოს იტყვი, რომ კარი გაიხსნას ....
კურო - „დროის ნაპრალები იხურება“.
ფინანსური და ემოციური ძაფები ერთიანდება. დეკემბერი გაჩვენებს, სად გქონდა დაკარგული ენერგია.
მიწის სტიქიის რეტროგრადი გიწესრიგებს სივრცეს - რაც შენი არ იყო, ქრება. რაც შენია - მყარად შენთან რჩება...
ტყუპები — „გონება საკუთარი წყაროდან იკვებება“.
სიტყვები, შეტყობინებები, საუბრები დაბრუნდებიან. დეკემბერი გაჩვენებს ორ გზას და დაგატოვებინებს ერთს...
ინტუიცია და ინტელექტი ერთ ხაზში ჩამოყალიბდება. წელს ასრულებ ახლებური გონებრივი არქიტექტურით.
კირჩხიბი — „გულის არქივი იხსნება“.
წინაპრების დამალული ემოციები ზედაპირზე ამოდის... დეკემბერი გთავაზობს განკურნებას იქ, სადაც ვერასდროს
გახსენდებოდა...
ეს თვე ამთავრებს ერთ დიდ, 7-წლიან ემოციურ ამბავს....
ლომი - „შინაგანი დიადემა ისევ ბრწყინავს“.
შენ დეკემბერში გიბრუნდება ავტორიტეტი, ხმა და გავლენა. სოციალური გარემო იცვლება შენი სიტყვის მიხედვით.
ვიღაც, ვინც ოდესღაც დაგამცირა... ახლა ხედავს შენს ძალას....
ქალწული — „დაწესრიგება ხდება კარმით, არა ძალით“.
დეკემბერი ასწორებს იმ დეტალებს, რომლებიც მთელი წელი ტვირთივით გქონდა.
შესრულდება საქმე, ფიქრები დაგილაგდება, სხეული დამშვიდდება, ენერგია ნულიდან აიწევს...
სასწორი - „ხმა ბრუნდება ბალანსში“.
საუბარი, ურთიერთობა, პარტნიორობა - ყველაფერი იღებს მეორე შანსს....
დეკემბერი გაძლევს უნარს, რომ სიტყვაში არ დაიკარგო.
მორიელი - „კონტექსტი ხსნის კვანძს“.
მერკური უკან მიჰყვება ძველ საინფორმაციო წყაროებს. გამოდის ყველაფერი, რაც წყლის ქვეშ იდო....
დეკემბერი შენთვის არის კვანძის გაშლა - სიტყვა თავის ადგილს იპოვის და ძალა ბრუნდება შენში....
მშვილდოსანი - „სიმართლეს როგორც ისარს გაუშვებ საკუთარ თავში“.
დეკემბერი გაჩვენებს, ვისგან გარბოდი...
აქ მთავრდება ძველი მორიგეობა საკუთარი თავთან.... შენ მიაღწევ საკუთარ სიმართლეს და ყველა ფენას ხსნის....
თხის რქა — „წელი მთავრდება შენი წესებით“
მზე შენს ნიშანში, მერკური მიწის სტიქიაში, შენი დროა...
დეკემბერი გაძლევს ძალას, რომ დაასრულო, დახურო, გადაწყვიტო და განსაზღვრო. ახალი წელი შენით იწყება...
მერწყული — „მომავლის კოდი იწერება ნელა“
მაინც პირველი ხარ.... დეკემბერში მოდის ის ხედვა, რომელიც სხვებამდე თვეებით ადრე გაქვს...
მიჰყევი ნიშნებს - მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური/სულიერი იდეა ჩნდება.....
თევზები — „სიზმრები რეალობას ქმნიან“
დეკემბერში სიზმრები გზავნილებია.... ენერგია, რომელიც ვეღარ ლაპარაკობდა, გესაუბრება სიმბოლოთი, ნიშნით, ხმით....
წლის ბოლოს დასრულდება ერთ-ერთი ყველაზე ძველი ემოციური ისტორია...“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბასლანძის მამა